საქართველოს სამხედრო გზაზე ტრანსპორტის მოძრაობა აღდგენილია

© Photo by Press-service of Roads Department of Georgiaმცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის მონაკვეთი
მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის მონაკვეთი - Sputnik საქართველო
გამოწერა
დიდთოვლობის გამო საქართველოს სამხედრო გზაზე ტრანსპორტის მოძრაობა რამდენიმე დღის განმავლობაში აკრძალული იყო

თბილისი, 4 იანვარი- Sputnik. მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო გზაზე მოძრაობა თავისუფალია, ნათქვამია საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის განცხადებაში. 

მშვიდობის ხიდი და ტელეანძა მთაწმინდაზე - Sputnik საქართველო
ამინდის ზუსტი პროგნოზი თბილისში, 5 იანვარს

„გუდაური–კობის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა განხორციელდეს გაუჩერებლად გავლის რეჟიმში, მხოლოდ ზვავდამცავი გვირაბების გავლით“,- აღნიშნულია  განცხადებაში.

რაც შეეხება მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტისა და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების გადააგილებას, გვირაბებში მათი მოძრაობა მხოლოდ ცალმხრივადაა ნებადართული.

ამასთან, საავტომობილო გზის 134-135კმ  (დარიალის ხეობა) მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მიმოსვლისას იკრძალება მათი გაჩერება.

აღნიშნული რეჟიმით მოძრაობა განხორციელდება საპატრულო პოლიციის უშუალო ზედამხედველობით და კოორდინაციით.

„ყაზბეგი — ზემო ლარსი" საქართველო-რუსეთის სახმელეთო საზღვარზე დღეისათვის ერთადერთი მოქმედი გამშვები პუნქტია. 

 

 

ყველა ახალი ამბავი
0