საქართველოს მთავარი მაჭანკალი „კლარა“ და ბებიის შესრულებული საშობაო რიტუალი

© photo: Sputnik / Meri Bliadzeთამუნა აბშილავა
თამუნა აბშილავა - Sputnik საქართველო
გამოწერა
მსახიობი თამუნა აბშილავა ქართველმა მაყურებელმა სერიალ „ჩემი ცოლის დაქალებიდან“ გაიცნო. სერიალში იგი მეგრელი მაჭანკლის, კლარას როლს ასრულებს. მისმა პერსონაჟმა მალევე მოიპოვა ქართველი მაყურებლის კეთილგანწყობა და სიყვარული.

თამუნა აბშილავა სენაკის აკაკი ხორავას სახელობის სახელმწიფო თეატრის მსახიობია. ბავშვობა ამ ულამაზეს რაიონში გაატარა. მსახიობმა ჩვენთან საუბრისას გაიხსნა, თუ როგორ აღნიშნავდნენ მის ოჯახში ახალ წელს და რა ტრადიცია ქონდა ბაბიას ბედობა დღესთან დაკავშირებით. მართალია თამუნას არ სჯერა ბედობის და მეკვლეობის ტრადიციის, მაგრამ სიამოვნებით იხსენებს ბებიის მიერ შესრულებ საშობაო რიტუალს.

© FB / TV Showთამუნა აბშილავა
თამუნა აბშილავა - Sputnik საქართველო
თამუნა აბშილავა

— ახალ წელთან მიმართებაში რაღაც განსაკუთრებული დამოკიდებულება არ მაქვს. ზოგადად დღესასწაულების მიმართ არ მაქვს განსაკუთრებული დამოკიდებულება.

- ბედობის და მეკვლეობის თუ გჯერათ?

— რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს არ მჯერა. განსაკუთრებულ მნიშვნელობას ნამდვილად არ ვანიჭებ. ვცდილობ ყურადღება არ მივაქციო და ამის ზეგავლენის ქვეშ არ მოვექცე. მე მაინც ვთვლი, რომ ეს ხალხის მოგონილი ტრადიცია და ცრურწმენაა. ვიღაცას აქვს უფლება სჯეროდეს ამის, ვიღაცას აქვს უფლება არ სჯეროდეს.

- თქვენ ბავშვობაში როგორო იყო? როგორ ხვდებოდით სამეგრელოში ახალ წელს?

— ახალ წელს მთელი ოჯახი ერთად ვხვდებოდით ახალ წელს. მამიდაშვილებიც გვსტუმრობდნენ, რაც ძალიან მიხაროდა. ბებიაჩემს ქონდა ტრადიცია, დიდი გობზე ალაგებდა ყველანაირ ხილს, ყრიდა ერთ მუჭ ღერღილს, დებდა ერთ კვერცხს, აყრიდა კამფეტებს და სუროს ფოთლებს. ეს გობი 14 დღის განმავლობაში იდგა სახლში ხელუხლებელი და ძველით ახალი წლის ბედობას რომ ეძახიან, 15 იანვარს ბებია ამ გობს შემოატარებდა მთელს სახლს. იმ დღეს მოდიოდა მეკვლე. ბებიამ მთელი ტექსტი იცოდა ზეპირად, რომელიც ამ დროს უნდა წარმოეთქვა. როცა მეკვლე კარს მოადგებოდა ბებია უღებდა კარებს, მეკვლე შემოყრიდა ღერღილს და ამბობდა, რომ მოაქვს ხვავი და ბარაქა. ეს იყო ძალიან ლამაზი რიტუალი.

© FB / Tatia Nanobashviliთამუნა აბშილავა
თამუნა აბშილავა - Sputnik საქართველო
თამუნა აბშილავა

- თქვენ თუ გიწევდათ მეკვლეობა და როგორი ფეხი გქონდათ?

— მეც მიწევდა ხოლმე მეკვლეობა, მაგრა ხშირად არა. ამბობდნენ, რომ ძალიან კარგი ფეხი მაქვს. ახლო მეგობარი მყავს თეა დუგლაძე. ისე მოხდა, რომ პირველ იანვარს მე მივედი მის ხალში პირველად, ანუ აღმოჩნდა, რომ მე ვიყავი მეკვლე. ისეთი სიტუაცია ქონდათ, რომ იმ სახლს ყიდდნენ ძალიან დიდი ხნის განმავლობაში, მაგრამ ვერ გაყიდეს. ახალი მისული ვიყავი, როცა კარზე გაისმა კაკუნის ხმა. შემობრძანდა რამდენიმე მამაკაცი და უთხრეს, რომ ბინის თაობაზე იყვნენ. ოჯახის დიასახლისმა რაღაც სკეპტიკურად შეხედა მათ, რადგან ისინი პირველები არ იყვნენ ვინც ეს სახლი ნახეს. დაათვალიერეს სახლი და უთხრეს, ახლავე ვყიდულობთო. გაგიჟდა ეს ქალი, მომიბრუნდა და მითხრა, სულ შენი დამსახურებაა ეს ყველაფერიო. მე არც მიფიქრია ეს და დიდი მნიშვნელობაც არ მიმინიჭებია. მე მაინც ვთვლი, რომ ეს ფეხზე კი არა გულზეა დამოკიდებული. ერთი რაც შემიძლია ვთქვა, არასოდეს არავისთვის ცუდი არ მისურვებია. ან ვუსურვებ კარგს, ან საერთოდ არაფერს.

- როგორ შეაფასებდით 2017 წელს?

— მადლობა ღმერთს, ეს წელი ჩემთვის დიდი წარმატების მომტანი იყო. სენაკის თეატრში ძალიან მძიმე მდგომარეობა გვაქვს, რადგან ძალიან მცირე დაფინანსება გვაქვს და პრაქტიკულად ვერ ვაკეთებთ სპექტაკლებს. ამ ეტაპზე სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობს და იმედი მაქვს, რომ ამის შემდეგ ბევრი რამე შეიცვლება. თუმცა მარტო რემონტი არაფერს შეცვლის, თუ დაფინანსება არ გაიზრდება. 2017 წელს მიმიწვიეს ზუგდიდის თეატრში, ორი სპექტაკლი ვითამაშე და ჩემთვის ეს რაღაც კუთხით ძვრა იყო.  ზუგდიდშივე მოყვა ამას სერიალი. შემდეგ იყო ძალიან მნიშვნელოვანი ფილმი „შინდისი“. დღემდე გრძელდება ძალიან რეიტინგული და პოპულარული სერიალი „ჩემი ცოლის დაქალები“. ასე, რომ დიდად მადლიერი ვარ 2017 წლის. ის ნაყოფიერი და შემოქმედებითად დატვირთული იყო ჩემთვის.

© photo: My Wife's Friends / FBკადრი სერიალიდან "ჩემი ცოლის დაქალები"
კადრი სერიალიდან ჩემი ცოლის დაქალები - Sputnik საქართველო
კადრი სერიალიდან "ჩემი ცოლის დაქალები"

- პოპულარობის გარდა, რა მოგიტანათ „ჩემი ცოლის დაქალებმა“?

— „ჩემი ცოლის დაქალებში“ ქასთინგით მოვხვდი. მაშინ ზუგდიდის თეატრში ვთამაშობდი ერთ-ერთ სპექტაკლზე. ეს ჩემთვის ძალიან სასიხარულო და ამავე დროს საპასუხისმგებლო იყო. დამამტკიცეს ეპიზოდურ როლზე, უნდა გამესახიერებინა მაჭანკალი. იმდენად მოიწონა და შეიყვარა  მაყურებელმა ჩემი პერსონაჟი, რომ ის დღემდე შემორჩა სერიალში. ბედნიერი ვარ, რომ მომეცა საშუალება, ასეთ ხარისხიან, რეიტინგულ სერიალში მიმეღო მონაწილეობა. მემუშავა ასეთ ძლიერ გუნდთან. პოპულარობის გარდა ამ სერიალმა დიდი გამოცდილებაც შემძინა.

- სამომავლოდ კიდევ ხომ არ გაქვთ მნიშვნელოვანი შემოთავაზებები?

— ჯერჯერობით არაფერი. სიახლეებს 2018 წლისგან ველოდები და ვნახოთ რა იქნება.

© FB / Tamuna Abshilavaთამუნა აბშილავა
თამუნა აბშილავა - Sputnik საქართველო
თამუნა აბშილავა

- რას უსურვებდით ქართველ ხალხს 2018 წლისთვის?

— სიმართლე გითხრათ დამღალა სურვილებმა. სურვილი ყოველ წელს რჩება მხოლოდ  სურვილად. არ გვეღირსა ამ სურვილების ასრულება. ძალიან ბევრ პრობლემას ვხედავ.  უზომოდ მინდა  ყველა გაჭირვებულ ადამიანს, ყველა ავადმყოფ ადამიანს შეუმსუბუქდეს ტკივილი, დარდი. არ შემიძლია მე ვიგრძნო თავი კარგად, როცა ჩემს ნათესავს, მეზობელს, მეგობარს უჭირს. როგორი წარმატებული დღეც არ უნდა მქონდეს, ძილის წინ აუცილებლად მახსენდებიან ეს ადამიანები. რატომღაც მგონია, რომ მოჯადოებულ წრეზე დავდივართ და არჩევანი ყოველთვის გვაქვს ცუდსა და უარესს შორის. ეს არის ძალიან სამწუხარო. ალბათ ჩვენი მომავალი ჩვენ თვითონ უნდა შევცვალოთ უკეთესობისკენ. ძალიან მინდა ის ქართველები დაუბრუნდნენ ჩვენს მიწა წყალს, ვინც ამა თუ იმ მიზეზის გამო უცხო ქვეყნებში ცხოვრობენ. ჩვენც ჩვენი წილი აგური დავდოთ ბედნიერი მომავლის აღმშენებლობაში.

ყველა ახალი ამბავი
0