ქართველი ბაიკერების ჯგუფმა გადაწყვიტა საახალწლო დღეებში საზეიმო განწყობის ასამაღლებლად ჩაეცვათ სანტა კლაუსის კოსტიუმები.
იხილეთ Sputnik-საქართველოს ფოტოლენტაში ბაიკერების ტრიუკები იუსტიციის სახლის სადგომზე, რომელიც სადღესასწაულო დღეებში ცარიელია.

მოტოსპორტის მოყვარულებმა საახალწლო დღეებში თბილისის იუსტიციის სახლის სადგომზე სანახაობა მოაწყვეს

სადგომზე ათობით ბაიკერმა მოიყარა თავი, მათ ნაწილს სანტა კლაუსის ფორმა ეცვა

რამდენიმე საათის განმავლობაში ექსტრემალური გართობის მოყვარულები მოტოციკლებით სხვადასხვა ტრიუკებს ასრულებდნენ

სანახაობას თვალს ადევნებდნენ ბაიკერების მეგობრები და რამდენიმე ჟურნალისტი

ჩვეულებრივ სამუშაო დღეებში იუსტიციის სახლის სადგომზე გვიანობამდე შესვლა შეუძლებელია - იქ ასობით ავტომობილი დგას

თუმცა სანამ სახელმწიფო დაწესებულება არ მუშაობს და ხალხი ახალი წლის დადგომას აღნიშნავს - გართობა შეიძლება, მითუმეტეს სადგომის ტერიტორია საკმაოდ დიდია

ბაიკერი სანტა კლაუსები მოტოციკლებით საკუთარ შესაძლებლობებს უჩვენბდნენ

ღონისძიებას კვადროციკლებიც შეუერთდა - რამდენიმე მონაწილე სადგომზე პატარა "ყველგანმავლები" გამოჩნდნენ

"შოუს" მონაწილეთა შორის იყო გოგონაც

საახალწლო დღეების განმავლობაში ყველას შეუძლია თავად აიმაღლოს საახალწლო განწყობა, სანახაობის მონაწილეებს ეს გამოუვიდათ

შოუს მონაწილეთა შორის ძირითადად სტუდენტები და არასრულწლოვნები იყვნენ

შოუს მონაწილეები სხვადასხვა მარკისა და მონაცემების მოტოციკლებს იყენებდნენ