თბილისში პოლიციელი გარდაცვლილი იპოვეს

© Sputnik / Alexander Imedashviliსაპატრულო პოლიცია
საპატრულო პოლიცია - Sputnik საქართველო
გამოწერა
პოლიციელმა, რომელიც, სავარაუდოდ, მხუთავი აირით გაიგუდა, 2015 წელს, თბილისის წყალდიდობის დროს, მრავალი ადამიანი გადაარჩინა

თბილისი, 4 იანვარი – Sputnik. საქართველოს საპატრულო პოლიციის თანამშრომელი კახა ქრისტესიაშვილი და მისი მეუღლე თბილისის გარეუბანში, საკუთარ ბინაში გარდაცვლილი იპოვეს, იუწყება ტელეკომპანია Imedi

ქრისტესიაშვილმა 2015 წელს, თბილისში დამანგრეველი წყალდიდობის დროს, რომელსაც 21 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, მრავალი ადამიანი გადაარჩინა.

ტელეკომპანიის მონაცემებით, დაღუპულები ნათესავებმა ოთხშაბათ დილას აღმოაჩინეს, მაგრამ ცნობილი ამის შესახებ დღეს გახდა. წინასწარი ვერსიით, ცოლ–ქმარი მხუთავი აირით მოწამვლის შედეგად დაიღუპნენ.

გამოძიება მიმდინარეობს სსკ–ის მუხლით „ელექტრო- ან თბოენერგიის, გაზის, ნავთობის ან ნავთობპროდუქტების ობიექტზე უსაფრთხოების წესების დარღვევა“, რაც ორიდან ათ წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

 

ყველა ახალი ამბავი
0