თბილისში ახალი წლის დღეებში მოწამვლის ნიშნებით საავადმყოფოებში 39 ადამიანი მოხვდა

© Sputnik / Alexander Imedashviliსასწრაფო სამედიცინო დახმარება
სასწრაფო სამედიცინო დახმარება - Sputnik საქართველო
გამოწერა
სულ დედაქალაქში ინტოქსიკაციის სიმპტომებით სასწრაფო სამედიცინო დახმარების გამოძახების 172 შემთხვევა დაფიქსირდა

თბილისი, 3 იანვარი — Sputnik. 2018 წლის დადგომიდან ორი დღის განმავლობაში თბილისში საკვებითა და ალკოჰოლით მოწამვლის სიმპტომებით საავადმყოფოებში 39 ადამიანი მოათავსეს, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის ინფორმაციაზე დაყრდნობით.

თავის ტკივილი ნაბახუსევზე - Sputnik საქართველო
თუ ნაბახუსევზე ცუდად გრძნობთ თავს...

სულ დედაქალაქში ინტოქსიკაციის სიმპტომებით სასწრაფო სამედიცინო დახმარების გამოძახების 172 შემთხვევა დაფიქსირდა, აქედან 115 ალკოჰოლური ინტოქსიკაციის შემთხვევა იყო. მათგან ჰოსპიტალიზაცია 32 პაციენტს დასჭირდა.

საკვებისგან მოწამვლის ნიშნების გამო სასწრაფო სამედიცინო დახმარება დასჭირდა 57 პაციენტს და აქედან შვიდი საავადმყოფოებში მოათავსეს.

ცენტრის ინფორმაციით, ინტოქსიკაციის დაახლოებით ამდენივე შემთხვევა დაფიქსირდა გასულ წელსაც.

 

ყველა ახალი ამბავი
0