ტურაშვილი: სამწუხაროდ უკვე 18 წელია ახალი წლის ღამეს სახლში არ ვხვდები
„სამწუხაროდ, ჩემი პროფესიიდან გამომდინარე უკვე 18 წელია ახალი წლის ღამეს სახლში არ ვხვდები. ძირითადად მიწევს ჩემს კოლეგებთან ერთად, ან სადმე გზაში. თუმცა სახლში ყველაფერი ისეა, როგორც ტრადიციულად ყველა ოჯახში. აქვთ სამზადისი, ფუსფუსებენ სახლში, მხიარულობენ, შლიან სადღესასწაულო სუფრას და ბედნიერად ხვდებიან ახალ წელს. მე მოვდივარ გვიან და მომაქვს მათთვის საჩუქრები“, ამბობს ტურაშვილი.
მომღერლის განცხადებით მათ ოჯახშიც, ისევე როგორც ყველა ქართველის ოჯახში საახალწლო სუფრის ძირითადი ატრიბუტია საცივი, გოჭი და გოზინაყი.