ირანის საელჩოსთან თბილისში საპროტესტო აქცია გაიმართა

© Sputnik / Alexander Imedashviliთავისუფლების მოედანი თბილისში
თავისუფლების მოედანი თბილისში - Sputnik საქართველო
გამოწერა
თბილისში მცხოვრები ირანელები შეუერთდნენ საპროტესტო აქციებს, რომლებიც 28 დეკემბრიდან ირანში მიმდინარეობს

თბილისი, 2 იანვარი — Sputnik. ირანის პრეზიდენტის ჰასან როუჰანის გადადგომის მოთხოვნით საპროტესტო აქცია ირანის საელჩოში თბილისში გაიმართა, იუწყება ტელეკომპანია Rustavi2.

აქცია საქართველოში მცხოვრებმა ირანელებმა მოაწყვეს და შეუერთდნენ საპროტესტო აქციების ტალღას, რომელმაც ბოლო დღეების განმავლობაში ირანის დიდი ქალაქები მოიცვა — თეირანი, მეშჰედი, ისფაჰანი და რეშტი. სოციალური პროტესტის მასობრივი აქციები ირანში 28 დეკემბრიდან იმართება. ირანის პრეზიდენტმა ჰასან როუჰანიმ განაცხადა, რომ პროტესტები გამოწვეულია შიდა პრობლემებით და სხვა ქვეყნების მხრიდან წამქეზებლობით.

საპროტესტო აქცია - Sputnik საქართველო
არეულობა ირანში: თეირანი ბრალს ვაშინგტონს, ლონდონსა და ერ–რიადს სდებს

თბილისში აქციის მონაწილეები მივიდნენ საელჩოს შენობასთან პლაკატებით, რომლებზეც იყო წარწერები „სიკვდილი დიქტატორს“. ისინი მოითხოვდნენ პრეზიდენტის გადადგომას, ხელისუფლების შეცვლასა და ირანში რეფორმების ჩატარებას.

აქციიის მონაწილეები აცხადებენ, რომ უამრავ ირანელს სამშობლოს დატოვება იმის გამო მოუწია, რომ მათ ქრისტიანობა მიიღეს. ისინი უკმაყოფილონი არიან ქვეყანაში თავისუფლოების დონით და ქალთა და ბავშვთა უფლებების დარღვევაზე მიუთითებენ. 

„ირანის მთავრობა დიქტატურულია. ისინი არ ფიქრობენ ხალხზე და ყველაფერს მხოლოდ თავისთვის აკეთებენ. ჩვენ თავისუფლად ცხოვრება გვინდა, როგორც ნორმალურ ქვეყანაში“, — განაცხადა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ მუჰამედ მუსამ.

ბოლო მონაცემებით, ირანში პროტესტების დროს დაღუპულთა რაოდენობა 20 ადამიანამდე გაიზარდა. მხოლოდ სამშაბათ ღამეს 9 ადამიანი დაიღუპა. ექვსი ადამიანი დაიღუპა ისფაჰანის პროვინციის ქალაქ კაჰდარიჯანში პოლიციის განყოფილებაზე თავდასხმისას, მომიტინგეებმა იარაღის გატაცება სცადეს. ქალაქ ჰომეინიშეჰრში 11 წლის გოგონა და 20 წლის მამაკაცი დაიღუპა, ქალაქ ნეჯეფაბადში — ისლამის რევოლუციის მცველთა კორპუსის წევრი.

ვრცელდება ინფორმაცია ბოლო სამი დღის განმავლობაში თეირანში 450 დაკავებულის შესახებ.


ყველა ახალი ამბავი
0