როგორ მორთეს საახალწლო ნაძვის ხეები ქართველმა სელებრითებმა

© Sputnik / Alexander Imedashviliმორთული ნაძვის ხე
მორთული ნაძვის ხე - Sputnik საქართველო
გამოწერა
აი, უკვე მოახლოვდა ახალი წელი და ქალაქში სადღესასწაულო განწყობა იგრძნობა. წლების განმავლობაში იცვლებოდა ტრადიციები, დიზაინი, იცვლება საახალწლო დეკორაციები. უცვლელი რჩება მხოლოდ ერთი დეტალი - ნაძვის ხე.

ახალი წელი წარმოუდგენელია ნაძვის ხის, ფერადი სათამაშოების, ნათურების, გრილიანდების გარეშე. სახლის გასალამაზებლად ადამიანები სხვადასხვა დეკორაციებს იყენებენ და ცდილობენ საკუთარი ფანტაზიით სახლი ნამდვილ ჯადოსნურ სამყაროდ აქციონ.

საახალწლო სამზადისი უკვე დაიწყო ქართველი სელებრითების ოჯახებშიც. „sputnik საქართველო“ ცნობილი ადამიანების ნაძვის ხეებს წარმოგიდგენთ.

ნინო ჩხეიძე:

მომღერალმა ნინო ჩხეიძემ ნაადრევად დაიწყო საახალწლო სამზადისი და უკვე დიდი ხანია ნაძვის ხეც მორთო. შარშანდელისგან განსხვავებით წელს მომღერალმა ოქროსფერს მიანიჭა უპირატესობა. მის საახალწლო ნაძვის ხეზე სწორედ ეს ფერი ჭარბობს.

© FB / Nino Chkheidzeნინო ჩხეიძის ნაძვის ხე
ნინო ჩხეიძის ნაძვის ხე - Sputnik საქართველო
ნინო ჩხეიძის ნაძვის ხე

ლალი ტოტიკაშვილი:

მოდელმა ლალი ტოტიკაშვილმა ნაძვის ხე შვილებთან ერთად მორთო, რომელიც თეთრი და ცისფერი ყვავილებით გააფორმა. ნაძვის ხე შემკულია ოქროსფერი და ვერცხლისფერი ფოთლები, რაც განსაკუთრებულ ელფერს და ხიბლს მატებს მას.

© FB / Lali Totikashviliლალი ტოტიკაშვილი ოჯახთან ერთად
ლალი ტოტიკაშვილი ოჯახთან ერთად - Sputnik საქართველო
ლალი ტოტიკაშვილი ოჯახთან ერთად

შორენა ბეგაშვილი:

შორენა ბეგაშვილის ნაძვის ხე ისეთივე მომხიბვლელი და დახვეწილია, როგორც თავად მისი პატრონი. შორენამ ფოტო სესიაც კი მოაწყო ულამაზეს ნაძვის ხესთან.

© FB / Shorena Begashviliშორენა ბეგაშვილი
შორენა ბეგაშვილი - Sputnik საქართველო
შორენა ბეგაშვილი

ცისანა სეფიაშვილი:

სხვადასხვაფერი ყვავილებით გააფორმა ნაძვის ხე ცისანა სეფიაშვილმა. მან არა მარტო ნაძვის ხე, არამედ მთელი სახლი სადღესასწაულოდ მორთო. მის სახლში მისულ სტუმარს წინ ორი მხიარული ჯუჯა ეგებება, სახლის შიდა კიბე კი წითელი გრილიანდებით არის დამშვენებული.

© FB / Tsisana Sepiashviliცისანა სეფიაშვილის ნაძვის ხე
ცისანა სეფიაშვილის ნაძვის ხე - Sputnik საქართველო
ცისანა სეფიაშვილის ნაძვის ხე

გიორგი ბახუტაშვილი:

ნამდვილი დღესასწაული მოუწყეს პატარა ბეას მშობლებმა, მსახიობმა გიორგი ბახუტაშვილმა და მოდელმა თაკო შოშიაშვილმა. მათ მიერ მორთული ნაძვის ხე ფერთა სიუხვით გამოირჩევა. უსაყვარლესმა ბეამ ნაძვის ხის ფორმაც მოირგო და მშობლებთან ერთად იპოზიორა.

© FB / Tako Shoshiashviliგიორგი ბახუტაშვილი ოჯახთან ერთად
გიორგი ბახუტაშვილი ოჯახთან ერთად - Sputnik საქართველო
გიორგი ბახუტაშვილი ოჯახთან ერთად

მაკა ზამბახიძე:

სხვებს არც მომღერალი მაკა ზამბახიძე ჩამორჩა და სოციალურ ქსელში საკუთარი ნაძვის ხის ფოტოები გამოაქვეყნა. როგორც ფოტოებში ჩანს სახლის ეზო თოვლით არის გადაპენტილი, რაც სახლში ნამდვილ საახალწლო განწყობას ქმნის.

© FB / Maka Zambakhidzeმაკა ზამბახიძე
მაკა ზამბახიძე - Sputnik საქართველო
მაკა ზამბახიძე

სალომე ღვინიაშვილი:

დადებით განწყობაზე დაგაყენებთ მოდელ, სალომე ღვინიაშვილის ნაძვის ხე, რომელიც მოდელმა სხვადასხვა სათამაშოებით გააფორმა. ნაძვის ხის ძირას პატარა ელფები იწონებენ თავს და განსაკუთრებულ განწყობას ქმნიან ოთახში.

© FB / Salome Gviniashviliსალომე ღვინიაშვილის ნაძვის ხე
სალომე ღვინიაშვილის ნაძვის ხე - Sputnik საქართველო
სალომე ღვინიაშვილის ნაძვის ხე

მარკუს მეტრეველი:

მომღერალი მარკუს მეტრეველი აქტიურად ემზადება ახალი წლისთვის და სადღესასწაულო განწყობაც შეიქმნა. მისი ნაძვის ხე ფერადი სათამაშოებით და მძივებით არის დატვირთული. ჭარბობს წითელი ფერი. ნაძვის ხეს განსაკუთრებულ ელფერს მატებს თოვლის ბაბუები, რომლებიც ხის ძირში მოკალათებულან.

© FB / Marcus Metreveliმარკუს მეტრეველის ნაძვის ხე
მარკუს მეტრეველის ნაძვის ხე - Sputnik საქართველო
მარკუს მეტრეველის ნაძვის ხე

ინგა გრიგოლია:

ჟურნალისტმა ინგა გრიგოლიამ ნაძვის ხე შვილთან, მარი გრიგოლიასთან ერთად მორთო. სადღესასწაულო დეკორაციებში დომინირებს ყვითელი, წითელი, მწვანე, ლურჯი ფერი. როგორც ჩანს დედა შვილმა უპირატესობა ფერად გირლანდებს, ნათურებს და სათამაშოებს  მიანიჭეს.

© FB / Mari Grigoliaინგა გრიგოლიას ნაძვის ხე
ინგა გრიგოლიას ნაძვის ხე - Sputnik საქართველო
ინგა გრიგოლიას ნაძვის ხე

 

ყველა ახალი ამბავი
0