როგორ უყურებენ ნასვამი მამაკაცები ქალებს

© photo: Sputnik / Evgeniy Odinokov / გადასვლა მედიაბანკშიბარმენი სასმელს ასხამს
ბარმენი სასმელს ასხამს - Sputnik საქართველო
გამოწერა
მეცნიერები ამტკიცებენ, რომ კვლევა მარტივი ანეკდოტის ჩარჩოებს სცდება და სერიოზულ პრობლემებს ეხება

თბილისი, 1 იანვარი — Sputnik. ალკოჰოლური თრობის მდგომარეობაში მყოფი მამაკაცები ფხიზლებთან შედარებით ქალებს უფრო მეტად აღიქვამენ როგორც სექს-პარტნიორებს, ამტკიცებენ კვლევის ავტორები, რომელიც პორტალ MedicalXpress-ზე გამოქვეყნდა.

ნებრასკას უნივერსიტეტის (აშშ) მეცნიერებმა გაამზადეს 80 ფოტოსურათი, რომლებზეც საღამოს კაბებში გამოწყობილი სხვადასხვა გარეგნობისა და სახის გამომეტყველების ქალი იყო აღბეჭდილი. ადამიანთა ჯგუფმა, რომლებიც კვლევის კურსში არ იყო, შეაფასა კეთილგანწყობის, მეგობრულობის, თავდაჯერებულობის, სითბოს და მიმზიდველობის დონე, რომელსაც ეს ფოტოები ასხივებდნენ.

მოსკოვის მარათონი 2015 - Sputnik საქართველო
მშვიდობით, სიქაჩლევ: მეცნიერებმა გამელოტების საწინააღმდეგო საშუალებას მიაგნეს

შემდეგ სპეცილისტებმა 20-30 წლის 49 მამაკაცი შეარჩიეს. მათგან 29-ს დაალევინეს ალკოჰოლური სასმელები და საშუალო თრობამდე მიიყვანეს. დანარჩენებმა დალიეს სატყუარა სასმელი, რომელიც ალკოჰოლს არ შეიცავდა. ამის შემდეგ მკვლევარებმა მათ ქალების ფოტოები აჩვენეს და მათი ფსიქოლოგიური პორტრეტის შედგენა სთხოვეს. იმავე დროს რესპონდენტთა თვალების მოძრაობას სპეციალური სისტემა აკვირდებოდა.

მეცნიერებმა შენიშნეს, რომ როგორც ფხიზელი, ისე ნასვამი მამაკაცები ქალების სახეებს ნაკლებად იყურებდნენ და მეტ ყურადღებას მათ წელსა და მკერდს აქცევდნენ. ნასვამები ამას უფრო აშკარად აკეთებდნენ და უფრო დიდ ხანს აკვირდებოდნენ. თუ ქალი იყო შეფასებული როგორც მიმზიდველი, ეს ეფექტი ძლიერდებოდა.

იმავე დროს ქალებს, რომლებიც შეაფასეს როგორც თავდაჯერებულები ან სითბოს ასხივებდნენ, მამაკაცები უფრო სახის ნაკვთებზე აკვირდებოდნენ, ხოლო ნასვამები მათ სხეულებს თითქმის არ უყურებდნენ.

„დაჟინებული მზერა ქალის მიმართ მათ დეჰუმანიზაციას იწვევს, რაც საფუძველს უყრის უამრავ ნეგატიურ შედეგს, ისეთს, როგორიცაა სექსუალური ძალადობა და სამსხურში სქესთა დისკრიმინაცია“, — განაცხადა კვლევის ხელმძღვანელმა და ნამუშევრის ერთ-ერთმა ავტორმა ებიგეილ რიმერმა.

მისი თქმით, ქალები, რომლებიც თავდაჯერებულობასა და სულიერ სითბოს განასახიერებენ, „სექს-ობიექტად“ ქცევისგან მეტად არიან დაცულნი. ეს დაცვა განსაკუთრებით ძლიერდება ქალთა საშუალო მიმზიდველობისას. რიმერი აღნიშნავს, რომ მსგავსი კვლევები უსიამოვნო მოვლენებთან ბრძოლას შეუწყობს ხელს, ხოლო მათი ბუნების დადგენა — მათი აღმოფხვრის გზაზე პირველი ნაბიჯია.

 

ყველა ახალი ამბავი
0