ილია მეორემ საქართველოს მოსახლეობას ახალი წელი მიულოცა

© photo: Sputnikსამების ტაძარი
სამების ტაძარი - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს პატრიარქმა თავის მილოცვაში აღნიშნა, რომ ხშირად ადამიანი განიკითხავს სხვას და ის ცოდვები გადმოდის მასზე

თბილისი, 1 იანვარი — Sputnik. საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ საქართველოს მოსახლეობას ახალი წელი მიულოცა და მშვიდობა და ბედნიერება უსურვა.

„ქრისტეს მიერ სიყვარულით ყველას მოგესალმებით და გილოცავთ ახალ  წელს ! ჩვენ შეჩვეულნი ვართ, როცა ვადარებთ წარსულს და მომავალს. წარსული წელი იყო მძიმე, მაგრამ ღვთის მადლით  დავძლიეთ ეს წელი. სიყვარულით მივესალმები, ვულოცავ ახალ წელს მკვიდრთა საქართველოისასა, ქართველებს, აფხაზებს, ოსებს, ბერძნებს, რუსებს, სომხებს, აზერბაიჯანლებს და ყველას, ვინც საქართველოშია“, — ბრძანა ილია მეორემ.

მისი თქმით, დღეს ჩვენ ყველა ერთმანეთს ბედნიერებას ვუსურვებთ, მაგრამ არ გვესმის, რა არის ბედნიერება და რაშია ბედნიერება.

დედა ენის პარკი - Sputnik საქართველო
პრემიერი: 2018 წელი საქართველოსთვის განსაკუთრებულია

„ბედიერება ისაა, როცა ადამიანი კმაყოფილია  სულიერად და მატერიალურად. როცა  ადამიანი დალოცვილია ღვთისაგან და თავისი მშობლებისაგან, ეს უნდა გვახსოვდეს ყველას, რომ მშობლების დალოცვა არის ღვთის დალოცვა  და ბიბლიაში სწერია,  პატივი ეც მამასა შენსა  და დედასა შენსა, რათა კეთილი გეყოს შენ  და დღეგრძელი იყო ქვეყანასა ზედა“, — ბრძანა ილია მეორემ.

პატრიარქის თქმით, ბედნიერია ის ადამიანი, რომელსაც უნარი შესწევს აპატიოს შეცდომები სხვა ადამიანს; როცა ადამიანი გრძნობს თავის დანაშაულს და მოინანიებს.

ილია მეორემ მოუწოდა ყველას, მეტი ყურადღება მიექცეს ბავშვებს, რადგან ხშირია შემთხვევები, როდესაც ბავშვები პირდაპირ ქუჩაში იზრდებიან, შედეგები კი სათანადოა. 

„კიდევ ერთხელ მოგესალმებით და გისურვებთ სიმშვიდეს. სიმშვიდემ უნდა დაისადგუროს  თქვენს გულსა და გონებაში! იყავით ბედნიერნი, ღმერთმა დაგლოცოთ თქვენ და სრულიად საქართველო!“, — ბრძანა ილია მეორემ.


ყველა ახალი ამბავი
0