გიორგი გახარიამ ახალი წელი შს თანამშრომლებსა და საქართველოს 112–ის ცენტრიდან მიულოცა

© Sputnik / Levan Avlabreliგიორგი გახარია
გიორგი გახარია - Sputnik საქართველო
გამოწერა
შს მინისტრმა შობა-ახალი წელი მიულოცა საქართველოს მოსახლეობას და სიმშვიდე უსურვა

თბილისი, 1 იანვარი – Sputnik. შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია ახალ წელს „112“-ის თანამშრომლებთან ერთად შეხვდა, იუწყება შსს–ს პრეს–სამსახური.

გახარიამ შობა-ახალი წელი მიულოცა შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებს, მადლობა გადაუხადა მათ კეთილსინდისიერი მუშაობისთვის და წარმატებები და მეტი ენერგია უსურვა. 

„მინდა ვუსურვო მეტი ენერგია, რომ კიდევ უფრო დიდ გამოწვევებს, რომელიც გველის 2018 წელს, შესაბამისად ვუპასუხოთ“, – განაცხადა გახარიამ.

მან ასევე მიულოცა ახალი წელი საქართველოს მოსახლეობას და სიმშვიდე უსურვა.

„ეს არის მნიშვნელოვანი ჩვენთვის, რათა ხელი შევუწყოთ ჩვენი ქვეყნის განვითარებას“, – განაცხადა მინისტრმა.

გიორგი გახარიამ გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრი დაათვალიერა და „112"-ის მუშაობას, ასევე, ზარის მიღებისა და შეტყობინების დამუშავების პროცესს გაეცნო.


ყველა ახალი ამბავი
0