თურქეთში კატების სოფელი მოეწყობა

© photo: Sputnik / Nataliya Seliverstova / გადასვლა მედიაბანკშიკორნიშ რექსის ჯიშის კატები
კორნიშ რექსის ჯიშის კატები - Sputnik საქართველო
გამოწერა
ასეთი სოფლის შექმნის გადაწყვეტილება მიუსაფარი ცხოველების საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესების პროექტის ფარგლებშია მიღებული

თბილისი, 1 იანვარი — Sputnik. თურქეთის პროვინცია ჩანაკალეში ააშენებენ კატების სოფელს, რომელშიც სულ მცირე 200 ცხოველი დაბინავდება, იუწყება გამოცემა Hurriyet-ი.

მუნიციპალიტეტის განცხადების თანახმად, კატებისთვის განკუთვნილი საცხოვრისი 600 კვადრატული მეტრის ფართობზე განთავსდება, სადაც ბუნგალოს სტილის პატარა სახლები, კვებისა და წყლის დასალევი ადგილები მოეწყობა.

ათობით პატარა სახლი უპატრონო კატებისთვის რიგაში - Sputnik საქართველო
ათობით პატარა სახლი უპატრონო კატებისთვის რიგაში

გარდა ამისა, გარე ფაქტორებისგან დასაცავად სპეციალური ზომები იქნება მიღებული. ამასთან ერთად, ცხოველების მდგომარეობას სპეციალური პერსონალი დააკვირდება.

ჩანაკალეს პროვინცია პირველი მსოფლიო ომის დროს ბრძოლის ველს წარმოადგენდა. რადგან იქ ზოგიერთი ტერიტორიებით არავინ სარგებლობსდა ისინი არავის ეკუთვნის, ხელისუფლებამ ერთ-ერთი ასეთი ტერიტორიის სოფლად გადაქცევა განიზრახა.

სახლებში შესახლებამდე მიუსაფარ კატებს აცრიან და შეძლებისდაგვარად უმკურნალებენ. აგრეთვე აღნიშნულია, რომ ნებისმიერი მსურველი პერსონალის მეთვალყურეობის ქვეშ ცხოველებთან ერთად დროის გატარებას შეძლებს. გარდა ამისა, ადამიანები ცხოველის სახლში წაყვანას შეძლებენ.


ყველა ახალი ამბავი
0