თბილისელებისთვის სანახაობრივი და უჩვეულო საახალწლო შოუ დადგეს ქართველმა სპორტსმენმა-ველოსიპედისტებმა. იხილეთ Sputnik-საქართველოს ფოტოლენტა, თუ როგორ მიმდინარეობდა სანტა-კლაუსების ველომარათონი თბილისის ქუჩებში
სანტა-კლაუსი მარხილით — კლასიკური შემთხვევაა, თუმცა ჩვენს დროში ველოსიპედი გადაადგილების უფრო ეფექტური საშუალებაა. ქალაქის ცენტრში 30-ზე მეტი სპორტსმენი გამოვიდა სანტას ფორმით და ტკბილეულით სავსე ტომარით. ისინი კანფეტებს ჩუქნიდნენ თბილისელებს და ულოცავდნენ დამდეგ ახალ წელს. წინასაახალწლო აქცია თბილისის მერიამ დაგეგმა.

ველომარათონის ყველა მონაწილეს გადაეცა კანფეტებით სავსე ტომარა - ისინი ტკბილეულს გამვლელებს ურიგებდნენ და დამდეგ ახალ წელს ულოცავდნენ

საახალწლო ველომარათონში, რომელიც ოთხი დღის განმავლობაში გრძელდებოდა, მონაწილეობა მიიღო ათობით სპორტსმენმა-ველოსიპედისტმა

ველომარათონის დროს დაცული იყო მოძრაობის ყველა წესი, ველო-სანტები ავტომობილების გადაადგილებას ხელს არ უშლიდნენ

ველომარათონი ძირითადად პეკინის ქუჩაზე ტარდებოდა, სადაც შემოდგომაზე გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულდა და მოეწყო ველობილიკი

ველო-სანტები ქალაქის სხვა ქუჩებშიც სეირნობდნენ

ამ აქციან საახალწლო განწყობა ბევრ ადამიანს შეუქმნა

თავად მარათონის მონაწილეებიც კმაყოფილები იყვნენ ასეთ აქციაში მონაწილეობით

ასეთი დიდი და ხანგრძლივი საახალწლო ველომარათონი თბილისში პირველად გაიმართა

სავარაუდოდ, ეს ტრადიცია მომავალშიც გაგრძელდება - ეს იდეა ხომ ყველას მოეწონა

საახალწლო ველომარათონი თბილისის მერიამ მოაწყო

ველო-სანტები საახალწლო განწყობას უქმნიდნენ როგორც ქვეითებს, ისე ავტომობილისტებს

ველომარათონის ზოგიერთი მონაწილე გამვლელებს სხვადასხვა ტრიუკებით ართობდა

ამდენი სანტა-კლაუსი ერთად, თანაც ველოსიპედებით, თბილისის მცხოვრებებმა პირველად ნახეს

სანტა-კლაუსი მარხილით - კლასიკური შემთხვევაა, თუმცა ჩვენს დროში ველოსიპედი გადაადგილების უფრო ეფექტური საშუალებაა

ველომარათონის ფინალში მისმა მონაწილეებმა ქალაქის მოსახლეობას დამდეგი შობა-ახალი წელი მიულოცეს