თბილისის აეროპორტი ძლიერი ნისლის გამო შეფერხებით მუშაობს

© Sputnik / Alexander Imedashviliთბილისის საერთაშორისო აეროპორტი
თბილისის საერთაშორისო აეროპორტი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ძლიერი ნისლის გამო ზოგიერთი რეისი გაუქმდა, ჩამომფრენი თვითმფრინავები სხვა აეროდრომებზე ეშვებიან

თბილისი, 31 დეკემბერი — Sputnik. შოთა რუსთაველის სახელობის თბილისის საერთაშორისო აეროპორტი ძლიერი ნისლის გამო შეფერხებებით მუშაობს, იუწყება ტელეკომპანია „რუსთავი 2“ (Rustavi 2).

ტელეკომპანიის ინფორმაციით, რეისი ვარშავა-თბილისი-ვარშავა გამთენიისას უნდა შესრულებულიყო, თუმცა ნისლისა და ცუდი ხილვადობის გამო გაუქმდა.

დაბალი ხილვადობის გამო, აეროპორტში ვერ დაეშვა ლონდონი-თბილისის რეისი და ის ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტმა მიიღო.

ასევე შეფერხდა აქტაუ-თბილისის რეისი და ბორტი შოთა რუსთაველის სახელობის აეროპორტის ნაცვლად, ერევანში დაეშვა.
ყველა ახალი ამბავი
0