ტრაგედია ახალი წლის წინ თბილისში – ავტოავარიას ხუთი ადამიანი ემსხვერპლა

© Sputnik / Alexander Imedashviliსასწრაფო დახმარების ბრიგადა
სასწრაფო დახმარების ბრიგადა - Sputnik საქართველო
გამოწერა
დაღუპულები საქართველოს მოქალაქეები არიან

თბილისი, 31 დეკემბერი – Sputnik. თბილისში, მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე ავტობუსისა და მსუბუქი ავტომობილის შეჯახებას ხუთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.

ტელეკომპანიის ინფორმაციით, ერთმანეთს რუსეთიდან ერევანში მიმავალი ავტობუსი და მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა. შედეგად მსუბუქი ავტომობილის მგზავრები და მძღოლი დაიღუპნენ.

ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიცია და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადები.

გამოძიება მიმდინარეობს სსკ-ის 276-ე მუხლის მე-7 ნაწილით („ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევა, რამაც ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია“) და ითვალისწინებს 6-დან 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთას, სამ წლამდე ვადით თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით.


ყველა ახალი ამბავი
0