როდესაც ახალი წლის დადგომამდე რამდენიმე საათი რჩება, ხალხი სადღესასწაულო სუფრის გაშლაზე ფიქრობს. იხილეთ Sputnik-საქართველოს ფოტოლენტაში, თუ რა ხდება ახალი წლის დადგომამდე თბილისის ერთ-ერთ პროდუქტების ბაზარში
დეზერტირების ბაზარი წლის ბოლო დღეებში ხალხითაა სავსე. ქალაქის მაცხოვრებლები დახლებთან დგანან და სადღესასწაულო სუფრისათვის პროდუქტების შეძენას ჩქარობენ.

წინასაახალწლო დღეებში თბილისის პროდუქტების ბაზარში დიდი ხმაურია

თბილისის პროდუქტების ბაზრებს საახალწლო დღეებში ზღვა ხალხი მიაწყდა

აქ ხალხი უკვე აღარ არის - წარმატებული ვაჭრობა, ალბათ, დაბალმა ფასებმა განაპირობა

საახალწლო სუფრა შემწვარი გოჭის გარეშე ბევრისათვის წარმოუდგენელია

ამიტომ გოჭებით ვაჭრობა სწრაფ ტემპში მიდის - აქვე შესაძლებელია ოჯახური ღვინის შეძენაც

ბაზარში დახლების რიგები თითქოს უსასრულოა

ზოგიერთი გამყიდველი უკვე შეუდგა აღნიშვნას მყიდველებთან ერთად

თუმცა ხალხის რაოდენობა არც სხვა რიგებშია ნაკლები, საკმაოდ მოთხოვნადია ხილი, ბოსტნეული, თევზი და სხვა პროდუქტები

ახალი წლის წინ ვაჭრობა საკმაოდ შემოსავლიანია. წინასაახალწლო დღეებში ბევრი ვაჭარი ფასებს ზრდის

მაგრამ ახალი წლის წინა დღეს, როდესაც ბაზრის დაკეტვამდე სულ უფრო ცოტა დრო რჩება, ფასები მკვეთრად ეცემა

ისეთი შთაბეჭდილება იქმნება, რომ პროდუქტებიც ძალიან დიდი რაოდენობითაა ბაზარში

Тем временем к торговым рядам подвозят все новый и новый товар

ქართული საახალწლო სუფრის აუცილებელი პროდუქტი ჩირიც საკმაოდ დიდი პოპულარობით სარგებლობს წინასაახალწლოდ

ახალი წელი საქართველოში ჩურჩხელის გარეშე ხომ წარმოუდგენელია. მათ შესაძენადაც საკმაოდ დიდი რიგებია ბაზრებში

საახალწლო ბაზარში მისვლის შემდეგ სახლში ხელცარიელი არავინ ბრუნდება

დეზერტირების ბაზარში ცოცხალი გოჭების შეძენაცაა შესაძლებელი. შერჩეულ გოჭს ადგილზე ატყავებენ და ატანენ მყიდველს. თუმცა, შეგიძლიათ გოჭი ცოცხალი წაიყვანოთ თან

17/17
© photo: Sputnik
როდესაც ახალ წლამდე რამდენიმე საათი რჩება, ბაზარი მომენტალურად იცლება - თუმცა ასე მხოლოდ რამდენიმე დღის განმავლობაში გაგრძელდება, რამდენიმე დღეში ტერიტორია კვლავ შეივსება ვაჭრებითა და მყიდველებით