მცხეთა-მთიანეთში ახალი წელი ხანდაზმულებს მიულოცეს

CC0 / Pixabay / congerdesign / ხანდაზმული ქალის ხელები
ხანდაზმული ქალის ხელები - Sputnik საქართველო
გამოწერა
მცხეთა-მთიანეთის მხარე ხანდაზმული პირების სიჭარბით გამოირჩევა

თბილისი, 31 დეკემბერი — Sputnik. მცხეთა-მთიანეთის გუბერნატორმა ლევან ზაუტაშვილმა და მცხეთის მაჟორიტარმა დეპუტატმა დიმიტრი ხუნდაძემ ადგილობრივ, ყველაზე ხანდაზულ პირებს შაბათს დამდეგი შობა — ახალი წელი მიულოცეს, აღნიშნულია მხარის Facebook-გვერდზე.

ქალაქ მცხეთაში მცხოვრები თამარ ყირმიზოვი 2018 წელს 100 წლის ხდება. დამდეგი ახალი წელი მიულოცეს ასევე მარტოხელა, სოციალურად დაუცველ მოხუცებსაც.

მცხეთის მაჟორიტარმა დეპუტატმა დიმიტრი ხუნდაძემ ხანდაზმულ პირებს 2017 წლის ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხი — დაბერების პოლიტიკის დოკუმენტის სამოქმედი გეგმის დამტკიცების შესახებ გააცნო. დაბერების პოლიტიკის დოკუმენტი უშუალოდ დიმიტრი ხუნდაძის ინიციატივით შეიქმნა და ხანდაზმული პირებისთვის სერიოზულ შეღავათებს და ინიციატივებს გულისხმობს.

„მთავრობამ შეიმუშავა კონკრეტული სამოქმედო გეგმა, რომელიც ორი კვირის წინ დამტკიცდა, რაც გულისხმობს ხანდაზმულთა საჭიროებაზე მორგებას ჯანდაცვისა და სოციალური პროგრამების, თაობათაშორისი ურთიერთობების დარეგულირებას, პროფესიული გადამზადების პროგრამების შემუშავებასა და საზოგადოებაში მათ სრულ ინტეგრაციას“, — განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.

დიმიტრი ხუნდაძე მოხუცებს შეპირდა, რომ ამ ინიციატივების განხორციელების შემდეგ ისინი მეტ ყურადღებას მიიღებენ სახელწიფოსგან.

მცხეთა-მთიანეთის გუბერნატორმა ლევან ზაუტაშვილმა აღნიშნა, რომ მცხეთა- მთიანეთი გამოირჩევა ხანდაზმული პირების სიჭარბით, განსაკუთრებით, მთიან დასახლებაში. მისი თხოვნით, ყველა მუნიციპალიტეტმა სოციალურ ბიუჯეტში ყურადღება გაამახვილა სწორედ ხანდაზმულებზე, განსაკუთრებით, მარტოხელა და სოციალურად დაუცველ მოხუცებზე.


ყველა ახალი ამბავი
0