როგორ მოვამზადოთ ბადრიჯანი ნიგვზით - ვიდეოგაკვეთილი

გამოწერა
Yandex newsTelegram

ბადრიჯანი ნიგვზით — ქართული სამზარეულოს ერთ-ერთი ყველაზე გემრიელი კერძი, რომელიც ხშირად მზადდება დღესასწაულებზე. იხილეთ ვიდეო, თუ როგორ მზადდება ეს სადღესასწაულო კერძი.

„Sputnik–საქართველომ“ თქვენთვის მოამზადა ვიდეო-რეცეპტი, რომელშიც თანმიმდევრულად გიჩვენებთ, როგორ მოამზადოთ საახალწლოდ ბადრიჯანი ნიგვზით.

მის მოსამზადებლად თქვენ დაგჭირდებათ: ბადრიჯანი, ნიგოზი, ხახვი, ბროწეული, ნიორი, ქინძი, დაფქული ქინძი, დაფქული წითელი წიწაკა, მარილი, უცხო სუნელი და მზესუმზირის ზეთი. დავჭრათ ბადრიჯანი გრძლად და ერთი საათით ჩავდოთ მარილიან წყალში. წვრილად დაჭრილი ხახვი მოვშუშოთ მზესუმზირის ზეთში.

ავურიოთ მოშუშული ხახვი, გატარებული ნიგოზი ნიორთან ერთად, სუნელები და მარილი, დავამატოთ ცოტა გაგრილებული ანადუღარი წყალი და ავურიოთ, სანამ ერთგავროვან მასას არ მივიღებთ.

შევწვათ ბადრიჯანი მზესუმზირის ზეთში ორივე მხრიდან. დავაწყოთ შემწვარი ბადრიჯანი სამზარეულოს ხელსახოცზე, რომ მან ზედმეტი ცხიმი შეიწოვოს. დავჭრათ ქინძი და ავურიოთ ნიგვზიან მასას, დავამატოთ ძმარი. წავუსვათ ნიგვზიანი მასა ბადრიჯნის შემწვარ ნაწილებს, მოვაყაროთ ბროწეული და რულეტივით გადავახვიოთ.
გემრიელად მიირთვით!

ყველა ახალი ამბავი
0