ხარაშვილი: ახალ წელს ბავშვები ყველაზე ხშირად მოჰყავთ საავადმყოფოში

© FB / Levan Kharashviliლევან ხარაშვილი
ლევან ხარაშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
მიხეილ იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს ბავშვთა ქირურგი ლევან ხარაშვილი Rutavi 2-ის გადაცემაში „ექიმები“ განმარტავს თუ რა საფრთხეები ემუქრებათ ბავშვებს საახალწლოდ.

ხარაშვილი: ახალ წელს ბავშვები ყველაზე ხშირად მოჰყავთ საავადმყოფოში
„ახალი წლის პერიოდში საავადმყოფოში ბავშვების მომართვის ერთ-ერთი ხშირი მიზეზია სასუნთქი გზებისა და საყლაპავის უცხო სხეულები. ბავშვები შედარებით უყურადღებოდ არიან ამ პერიოდში. რადგან მშობლები წინასაახალწლო სამზადისით არიან დაკავებულები“ — განმარტავს ლევან ხარაშვილი.

ხარაშვილის რჩევით ბავშვები მოვარიდოთ ნაძვისხის სათამაშოებს, მძივებს და ა.შ. გარდა ამისა საახალწლო სუფრაზე ხშირად ხდება თხილის და ნიგოზის გადაცდენა.

ყველა ახალი ამბავი
0