თბილისი, 30 დეკემბერი — Sputnik. სუს-ის წარმომადგენლებმა სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს დაღუპული თანამშრომლების ოჯახის წევრებს საახალწლო საჩუქრები გადასცეს, ნათქვამია უწყების ვებგვერდზე.
ახალი წლის დადგომასთან დაკავშირებით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის, ვახტანგ გომელაურის გადაწყვეტილებით, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლაში და სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს დაღუპული კოლეგების ოჯახებს თბილისსა და რეგიონებში ეწვივნენ და პირადად მიულოცეს დამდეგი ახალი წელი.
საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლაში და სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს სუს-ის დაღუპული თანამშრომლების ოჯახებს საჩუქრად გადაეცათ სხვადასხვა საყოფაცხოვრებო ტექნიკა და ტკბილელულობა.