თბილისი, 30 დეკემბერი — Sputnik. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა გიორგი ჩოგოვაძემ 15 უმაღლესი სასწავლებლის წარმომადგენელთან მემორანდუმი გააფორმა, ნათქვამია საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ვებგვვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.
მხარეებმა მომორანდუმს ხელი თსუ-ის ეკონომიკის საერთაშორისო სკოლაში მოაწერეს.
„მემორანდუმის შედეგად თბილისის ტურისტული კომპანიების კვლევით სამუშაოებში უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტები მიიღებენ მონაწილეობას. კვლევის დასრულების შემდეგ დაინტერესებულ პირებს საშუალება ექნებათ გაეცნონ ბაზარზე არსებულ მდგომარეობას, ორგანიზებული მოგზაურობის მახასიათებლებს და მიიღონ შესაბამისი გადაწყვეტილებები თავიანთი საქმიანობის დასაგეგმად“, — ნათქვამია განცხადებაში.
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ითანამშრომლებს საქართველოში შემომყვან ტუროპერატორთა ასოციაციასთან და საქართველოს ტურიზმის ასოციაციასთან.
კვლევის ჩატარების მნიშვნელობაზე ისაუბრა ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა გიორგი ჩოგოვაძემ.
„ბოლო წლებში ტურიზმის დინამიკურმა განვითარებამ და უცხოეული ტურისტების რეკორდულმა რაოდენობამ იმ კომპანიების რიცხვი გაზარდა, რომლებიც შემომყვანი ტურიზმით არიან დაკავებულები. შესაბამისად ამ კვლევევის მიზანი გახლავთ, რომ ჩვენს უმაღლეს სასწავლებებლთან და ტურიზმის ასოციაციებთან ერთად ჩავატაროთ დეტალური სამუშაოები, თუ რა ინტერესები ჰქონდათ საქართველოში შემოსულ ტურისტულ ჯგუფებს, რაც წინაგადადგმული ნაბიჯი იქნება მომავალი გეგმებისთვის“, — განაცხადა ჩოგოვაძემ.
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ითანამშრომლებს შემდეგ უმაღლეს და პროფესიულ სასწავლებლებთან:
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი;
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი;
საქართველოს უნივერსიტეტი;
კავკასიის უნივერსიტეტი;
შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი;
პროფესიული კოლეჯი „იკაროსი“;
კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი;
საპატრიარქოს წმ. ანდრიას პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტი;
საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი;
საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტი;
გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტი;
ევროპის უნივერსიტეტი;
სულხან საბა ორბელიანის სასწავლო უნივერსიტეტი;
თბილისის სასწავლო უნივერსიტეტი;
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი.