თბილისი, 30 დეკემბერი — Sputnik. ქართველმა ასტროლოგმა მიხეილ ცაგარელმა თბილისის ახალ მერს კახა კალაძეს, რომელიც თევზების ნიშნის ქვეშ არის დაბადებული, წარმატებული და ნაყოფიერი წელი უწინასწარმეტყველა.
ასტროლოგის თქმით, კალაძეს უბრალოდ უფლება არ აქვს დაკარგოს ის შანსი, რომელიც მას ძაღლის წელს ექნება. თევზებისთვის ძალიან კარგი პერიოდი დგება.
„ის [კალაძე] სხვებისგან იმით განსხვავდება, რომ პოლიტიკაში საკუთარი შრომით ნაშოვნი ფულით მივიდა. მას ვერავინ დასწამებს, რომ მან ვინმე გაძარცვა ან სხვისი ქონება მიისაკუთრა. ჯერ კიდევ ენერგეტიკის მინისტრის პოსტზე ყოფნისას მან დაამტკიცა, რომ მართვისა და ქვეყნისათვის სასარგებლოს კეთების უნარი გააჩნია“, — განაცხადა ცაგარელმა.
მან განმარტა, რომ თევზები — ზოდიაქოს ყველაზე ადამიანური ნიშანია, რომელიც საკუთარ თავს ივიწყებს და სხვებზე ზრუნავს. თუ კალაძე თავისი ნიშნის ამ კოსმოსურ მისიას საკუთარ საქმიანობაში გადმოიტანს, ეს წელი მისთვის ძალიან კარგი იქნება. მეტიც, ასტროლოგი დარწმუნებულია, რომ კალაძე კარიერულ კიბეზე წინსვლას კიდევაც შეძლებს.
„თუ მას ჭაობი ჩაითრევს, მერია კი ერთგვარი ჭაობია, მაშინ, რა თქმა უნდა, ის ძალიან კარგ წელსა და სახელს გააფუჭებს“, — განაცხადა ცაგარელმა.
ყველაზე წარმატებული კი მომავალი წელი მორიელებისთვის იქნება. მას მოსდევს თევზები და ქალწული. ეს არის 2018 წლის ფავორიტების სამეული.