ბათუმი ახალი წლის წინ სრულად შეიცვალა. იხილეთ Sputnik-საქართველოს ფოტოლენტაში, თუ როგორ გამოიყურება ათასობით საახალწლო განათებებით გაბრწყინებული ქალაქი
ბათუმში უკვე ჩაირთო საახალწლო განათებები და აინთო ქალაქის მთავარი ნაძვის ხე, რამაც მომენტალურად შეუქმნა სადღესასწაულო განწყობა ქალაქის მცხოვრებებს და სტუმრებს.

წინასაახალწლო დღეებში ბათუმის მცხოვრებებსა და სტუმრებს განწყობას სადღესასწაულო განათებები აუმაღლებს

ბათუმში უკვე აინთო ქალაქის მთავარი ნაძვის ხე

სკვერებსა და პარკებში ქალაქის მერიამ მანათობელი ფიგურები დადგა, რომლებთანაც ხალხი სურათებს იღებს

ქუჩაში ნათელი ფერები ყველას საზეიმო განწყობას უქმნის

ბათუმი ლამაზად მორთეს საახალწლოდ - ქალაქი ახალი ფერებით განათდა

ბათუმის რამდენიმე მთავარ ქუჩაზე მანათობელი ქსელებიც გაჭიმეს

უზარმაზარი ციფრები "2018" ყველას ახსენებს, რომ ახალი წელი უკვე ძალიან ახლოსაა

ქალაქში ნებისმიერი ზომის საახალწლო ფიგურას შეხვდებით

ქალაქის ხელისუფლებამ ძალები არ დაიშურა ქუჩების მოსართავად

და ეს სწორიცაა - კარგი განწყობა ხომ შეუფასებელია

საახალწლო განათებებით მორთული ბევრი შენობა განსხვავებულად და უჩვეულოდ გამოიყურება

ზოგიერთი სახლი მართლაც ზღაპრულად გამოიყურება

როგორც ჩანს, ბევრი საახალწლო განათება, რომლებიც ადრე თბილისში გამოიყენებოდა, ახლა ბათუმში დამონტაჟდა

თუმცა ბათუმის ქუჩებში ბევრ ახალ და ორიგინალურ მანათობელ ფიგურას იხილავთ

საღამოობით ქუჩებში მოსეირნე ხალხს ქალაქი ეგებება ნათელი ფერებით

და მრავალი მანათობელი ფიგურით

სადღესასწაულო გარემო აუცილებელია, ახალი წლის დადგომამდე სულ ცოტა დრო რჩება

ბათუმის ქუჩების განათება საკმაოდ მრავალფეროვანია, თუმცა მთავარია, რომ საახალწლო განწყობა იგრძნობა ყველგან

ასე გამოიყურება წინა საახალწლო პერიოდში ბათუმის ბულვარისა და ზღვისპირა პარკის ტერიტორია - ეს ხომ ქალაქის ერთ-ერთი მთავარი ღირსშესანისნაობაა

20/21
© photo: Sputnik
ბათუმის მთავარი ნაძვის ხის თავზე უკვე გაისმა საზეიმო ფოიერვერკის ხმა პირველად, რაც განათებების ჩართვას მიეძღვნა. მთავარ დიდ ფოიერვერკსაც ახალ წელს სწორედ ამ ადგილიდან გაუშვებენ

ბათუმელები და ქალაქის სტუმრები მოთმინებით ელიან ახალი წლის დადგომას, რომელიც მხოლოდ საუკეთესოს მომტანი იქნება