თბილისი, 29 დეკემბერი — Sputnik. ახალის წლის წინა დღე საქართველოში უჩვეულოდ თბილი იქნება — დასავლეთ საქართველოში 18 გრადუსამდე დათბება.
ამინდი კვირას, 31 დეკემბერს
ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე მცირე ნალექია მოსალოდნელი. ქარი 10-15 მეტრი წამში სიჩქარით დაუბერავს.
დასავლეთ საქართველოს ბარში ღამით მოსალოდნელია 6-11 გრადუსი სითბო, ხოლო დღისით — 13-18. მაღალ მთაში ღამით იქნება მინუს 3-2, ხოლო დღისით — პლუს 2-7 გრადუსი. დღისით ზოგიერთ რაიონში გაწვიმდება, მთაში კი — მოთოვს.
აღმოსავლეთ საქართველოს მთაში შეიძლება მოთოვოს. ბარში ღამით იქნება პლუს 2-7 გრადუსი, ხოლო დღისით — 11-16; მაღალ მთაში ღამით მინუს 4 — პლუს 1, ხოლო დღისით — 5-10 გრადუსი სითბო.
თბილისში დილითა და ღამით მცირე ნალექია მოსალოდნელი. ღამით იქნება პლუს 6, ხოლო დღისით — პლუს 14 გრადუსი.
ბათუმში ღამე მოსალოდნელია 11, ხოლო დღისით — 17 გრადუსი სითბო.
ამინდი ორშაბათს, 1 იანვარს
დასავლეთ საქართველოს იმეტეს რაიოებში იქნება წვიმა, ხოლო მაღალ მთაში — თოვლი. ბარში ღამით მოსალოდნელია 5-10 გრადუსი სითბო, ხოლო დღისით — 8-13; მაღალ მთაში ღამით — მინუს 5-0 გრადუსი, ხოლო დღისით — პლუს 0-5.
აღმოსავლეთ საქართველოში ასევე იწვიმებს, ხოლო მაღალ მთაში ზოგან მოთოვს. ქარი 10-15 მეტრი წამში სიჩქარით დაუბერავს, საღამოს შეიძლება 17-22 მეტრამდე გაძლიერდეს. დაბლობში იქნება 0-5 გრადუსი სითბო, ხოლო დღისით — 8-13. მაღალ მთაში ღამით იქნება მინუს 6 — პლუს 1, ხოლო დღისით — მინუს 1 — პლუს 4.
თბილისში დღისით გაწვიმდება. ქარი შეიძლება წამში 17-22 მეტრამდე გაძლიერდეს. ტემპერატურა იქნება ღამით პლუს 5, ხოლო დღისით — 10 გრადუსი.
ბათუმში ღამით მოსალოდნელია პლუს 10, ხოლო დღისით — 12 გრადუსი.
ასეთი თბილი ამინდი ახალ წელს ათეული წლებია, საქართველოში არ ყოფილა. მაგალითად, 1960 წელს ბათუმში 31 დეკემბერს ტემპერატურამ 24 გრადუსს მიაღწია, ხოლო თბილისში 1958 წელს — 16 გრადუსს.
ბედნიერ ახალ წელს გისურვებთ!