„გუნდა" - საახალწლოდ სითბო და სიყვარული თქვენს ოჯახებში

© FB / Gunda - Handmade Thingsხელნაკეთი ნივთები
ხელნაკეთი ნივთები - Sputnik საქართველო
გამოწერა
სოფიკო თინაშვილი რამდენიმე წელია საახალწლო აქსესუარებს ქმნის. მის ნაკეთობებს სხვებისაგან განსაკუთრებული სითბოთი და სიყვარულით გამოარჩევთ, სახელი „გუნდაც" სწორედ ამიტომ შეურჩია თავის ნამუშევრებს.

–  რატომ გადაწყვიტე საახალწლო აქსესუარების შეგექმნა?

–  3 წელია, რაც საახალწლო აქსესუარებს ვამზადებ. დღესასწაულებს შორის ყველაზე მეტად ახალი წელი მიყვარს და  შესაბამისად, ყოველთვის ვცდილობ გავილამაზო გარემო. ბაზარზე არსებულმა ნივთებმა როცა აღარ დამაკმაყოფილა, მომინდა ჩემი ხელით შემექმნა რაიმე განსხვავებული და ექსკლუზიური.

–  შენს ნამუშევრებს რატომ შეურჩიე ასეთი ორიგნალური სახელი?

–  „გუნდა" — ეს სიტყვა ჩემთვის სითბოსთან  და სიყვარულთან ასოცირდება…

© FB / Gunda - Handmade Thingsხელნაკეთი ნივთები
ხელნაკეთი ნივთები - Sputnik საქართველო
ხელნაკეთი ნივთები

– ალბათ, მუშაობის პროცესი საინტერესო და სახალისოა…

–  ჩემთვის სამუშაო განწყობას, პირველ ყოვლისა, მუსიკა ქმნის… მის ფონზე ვმუშაობ მუდამ.  მასალად ვიყენებ ყველაფერს, რაც მომეპოვება სახლში, რასაც ვპოულობ სამეზობლოში, მაღაზიებში. პირველი აქსესუარი ჯინსის ნაგლეჯისგან დავამზადე, არ გამჭირვებია  და მიუხედავად იმისა, რომ ახლა საერთოდ არ მომწონს ჩემი პირველი ნახელავი,  მაშინ შედეგით უზომოდ კმაყოფილი ვიყავი და მინდოდა კიდევ რაიმე ახალი შემექმნა.

© FB / Gunda - Handmade Thingsხელნაკეთი ნივთები
ხელნაკეთი ნივთები - Sputnik საქართველო
ხელნაკეთი ნივთები

–  წინასწარ იცით რის გაკეთებას აპირებთ თუ მუშაობის პროცეში წყვეტთ?

–  პროდუქციის შექმნას ძალიან დიდი დრო სჭირდება. შესაძლოა, ერთ სათამაშოს მთელი დღე მოვანდომო, თუმცა თუ ჩანაფიქრი სრულყოფილი გამოდის, დაღლილობა იმწამსვე ქრება.  წინასწარ მონახაზს ვასრულებ, თუმცა მუშაობის პროცესში დეტალები ყოველთვის იცვლება, საბოლოო შედეგი საწყისისგან განსხვავებული გამოდის.

© FB / Gunda - Handmade Thingsხელნაკეთი ნივთები
ხელნაკეთი ნივთები - Sputnik საქართველო
ხელნაკეთი ნივთები

– ამ სფეროში მუშაობის გამოცდილება გქონდა?

– არა, არანაირი გამოცდილება არ მქონია. ტექნიკური უნივერსიტეტი მაქვს დამთავრებული –  სატრანსპორტო და მანქანათმშენებლობის ფაკულტეტი.  ჩემი დღევანდელი გატაცება ჩემი სამყაროა და იგი უბრალოდ საიდანღაც შორიდან მოდის … ეს არის საქმე, რომელიც მაბედნიერებს. იმის წარმოდგენა, რომ ვიღაცას სახლში ჩემი ერთი სათამაშო აქვს, საოცრად მითბობს გულს…

© FB / Gunda - Handmade Thingsხელნაკეთი ნივთები
ხელნაკეთი ნივთები - Sputnik საქართველო
ხელნაკეთი ნივთები

–  რას სთვაზობ მომხმარებელს?

–  საერთოდ დეკორატიულ ნივთებზე ვმუშაობ, თუმცა,  ამ ეტაპზე მხოლოდ საახალწლო თემატიკის პროდუქციას ვთავაზობ მომხმარებელს.  ნაძვის ხის სათამაშოები სხვა დეკორატიულ ნივთებთან შედარებით უფრო მოთხოვნადია, ჩემი სათამაშოებიდან ყველაზე პოპულარული  ციგებია.

– საახალწლო რჩევები მკითხველისთვის – როგორ მოვრთოთ ნაძვის ხე?

– ნაძვის ხის მორთვას რაც შეეხება რჩევა ცოტა რთულია, რადგან გემოვნებაზეა დამოკიდებული..  თუმცა,  ვფიქრობ რომ ხელნაკეთი ნივთი განსაკუთრებულ  სითბოს და სილამაზეს მატებ ნაძვის ხეს.

 

ნინი რაზმაძე

ყველა ახალი ამბავი
0