ახალი წელი უყვარს ყველას — როგორც ახალგაზრდას, ისე ასაკოვანს, რადგანაც ეს დღესასწაული ბევრ საჩუქრებთან და ჯადოსნურ ღამესთან ასოცირდება.
ახლობელი ადამიანი რომ გავახაროთ, მას უნდა ვაჩუქოთ ის ნივთი, რაზეც ოცნებობს — ახალი წლის ღამე ხომ იდეალური დროა სურვილების ასასრულებლად.
რა თქმა უნდა, უფრო მარტივია, როდესაც ზუსტად იცით, რომელი საჩუქარი გაახარებს ყველაზე მეტად მის ადრესატს, მაგრამ, თუ ეს ინფორმაცია თქვენთვის მიუწვდომელია, კარგად უნდა დაფიქრდეთ.
მამაკაცებისა და მანდილოსნებისთვის საჩუქრის არჩევისას გაუგებრობას თავი რომ დააღწიოთ, ამაში „Sputnik საქართველოს“ ინფოგრაფიკა დაგეხმარებათ.