საქართველოს მთავრობა სოფლების განვითარებაზე ზრუნვას იწყებს

© Sputnik / Alexander Imedashviliსოფელი იმერეთში, არქივის ფოტო
სოფელი იმერეთში, არქივის ფოტო - Sputnik საქართველო
გამოწერა
სამოქმედო გეგმაში შესულია 69 კონკრეტული ღონისძიება, ხოლო მისი მთლიანი ბიუჯეტი 1.7 მილიარდ ლარს აღემატება.

თბილისი, 28 დეკემბერი — Sputnik. საქართველოს მთავრობამ სოფლის განვითარების სტრატეგიის 2018-2020 წლების სამოქმედო გეგმა მიიღო, იუწყება საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრ.

სამოქმედო გეგმა განსაზღვრავს მომავალი სამი წლის განმავლობაში განსახორციელებელ საქმიანობას, რომლის მიზანია საქართველოს სოფლის განვითარების 2017-2020 წლის ეროვნული სტრატეგიით განსაზღვრულ საკვანძო გამოწვევებთან გამკლავება.

სამოქმედო გეგმაში შესულია 69 კონკრეტული ღონისძიება, ხოლო მისი მთლიანი ბიუჯეტი 1.7 მილიარდ ლარს აღემატება.

გეგმით გათვალისწინებული საქმიანობა გულისხმობს სახელმწიფო პროგრამებსა და ინიციატივებს სოფლის განვითარების ისეთ სფეროებში, როგორიცაა ადგილობრივი ეკონომიკის ზრდა და დივერსიფიცირება, სოციალური და საჯარო სერვისების განვითარება, ბუნებრივი რესურსების მდგრადი გამოყენება და განვითარების პროცესში მოქალაქეთა ჩართულობა.

თბილისში სოფლის მეურნეობის XVII გამოფენაზე უახლესი აღჭურვილობა და ინოვაციური ტექნოლოგიები წარმოადგინეს - Sputnik საქართველო
თბილისში სოფლის მეურნეობის გამოფენაზე ინოვაციური ტექნოლოგიები წარმოადგინეს

სოფლის განვითარების სამოქმედო გეგმა მომზადდა ევროკავშირის (EU) დახმარებით, გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით, სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების ევროპის სამეზობლო პროგრამის (ENPARD) ფარგლებში.

სამოქმედო გეგმის შემუშავებაში ჩართულები იყვნენ ეროვნული და საერთაშორისო ექსპერტები, სამინისტროები და შესაბამისი სახელმწიფო ინსტიტუტები.

მომავალი თვეების განმავლობაში, საქართველოს მთავრობის ინიციატივითა და ევროკავშირისა (EU) და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ხელშეწყობით, სოფლის განვითარების სტრატეგიის 2018-2020 წლის სამოქმედო გეგმის განხილვა საქართველოს რეგიონებში გაიმართება.

 

ყველა ახალი ამბავი
0