შეშელიძე: თავისუფალი ვაჭრობა დიდ ქვეყნებთან პატარა ქვეყნისთვის უფრო მომგებიანია
„საქართველომ ცალმხრივად, ჯერ კიდევ 2006 წლიდან მოახდინა ვაჭრობის ლიბერალიზება მთელ მსოფლიოსთან. ახლა კი ცდილობს, რომ მას კარი უკვე სხვა ქვეყნებმა გაუღოს.”- აღნიშნა პაატა შეშელიძემ
საქართველოს მთავრობა თავისუფალი ვაჭრობის ახალ ხელშეკრულებებზე მუშაობს. პრემიერ მინისტრის განცხადებით, უკვე დასრულდა მოლაპარაკებები თავისუფალ ვაჭრობაზე ჰონგ-კონგთან და დაიწყო ინდოეთთან. საქართველოს უკვე გაფორმებული აქვს თავისუფალი ვაჭრობის შესახებ ხელშეკრულებები ევროკავშირთან და ჩინეთთან.