აქციე ახალი წელი ნამდვილ დღესასწაულად - ხელნაკეთი სათამაშოები ქართველი ხელოვანისგან

© photo: Sputnik / Meri Bliadzeხელნაკეთი აქსესუარები
ხელნაკეთი აქსესუარები - Sputnik საქართველო
გამოწერა
საახალწლოდ ყველა ოჯახში ერთი უცვლელი ტრადიცი არსებობს - ყველა რთავს ნაძვის ხეს. ზოგი ძველი ნაძვის ხის განახლებას ცდილობს ახალი სათამაშოებით, ან ახალ ნაძვის ხეს ყიდულობს და ძველი სათამაშოებით რთავს.

ბოლო პერიოდში ქართველი ხელოვანები ძალიან გვანებივრებენ ორიგინალური ხელნაკეთი სათამაშოებით, დეკორაციებით, გრილიანდებით…

ნინო ტეტელაშვილი თვითნასწავლი ხელოვანია. ახალი წლის თემაზე ულამაზეს, დახვეწილ სათამაშოებს ქმნის. სათამაშოების შემქნა ოთხი წლის წინ დაიწყო. იდეა იმდენად წარმატებით განხორციელდა, რომ  სამომავლოდ გეგმავს ხელნაკეთი ნივთები სხვადასხვა თემატიკაზეც შექმნას.

© photo: Sputnik / Meri Bliadzeნინო ტეტელაშვილი
ნინო ტეტელაშვილი - Sputnik საქართველო
ნინო ტეტელაშვილი

 

— პროფესიით ფსიქოლოგი ვარ. ნაძვის ხის ხელნაკეთი სათამაშოების შექმნა ჩემი ძირითადი საქმიანობ არა არის, ეს არის ჩემი ჰობი. დაახლოებით ოთხი წლის წინ გადავედით ახალ სახლში. ზოგადად ძალიან მიყვარს ახალი წელი და განსაკუთრებული დამოკიდებულება მაქვს ამ დღესასწაულთან მიმართებაში. მინდოდა ახალ სახლში განსხვავებული ნაძვის ხე მქონოდა. გადავწყვიტე საახალწლო დეკორაციები მე თვითონ შემექმნა. ძალიან მაბედნიერებს და დიდ სიამოვნებას მანიჭებს ეს საქმიანობა. როცა მეგობრებმა ჩემი ნამუშევრები ნახეს ძალიან მოეწონათ და მირჩიეს კიდევ ბევრი შემექმნა და მათი რეალიზება მეცადა. დღეს რომ ვუყურებ პირველ ნამუშევრებს ცოტა მეცინება. რა თქმა უნდა ყოველ წელს ვიხვეწები და უფრო და უფრო კარგ სათამაშოებს ვქმნი. მეც ვენდე მათ რჩევას. ჩემმა მეგობარმა თავის სილამაზის ცენტრში დაალაგა ეს სათამაშოები. ყველა სათამაშო გაიყიდა. სიმართლე გითხრათ ცოტა გული დამწყდა, არ ველოდი, რომ გაიყიდებოდა. ამის შემდეგ უფრო სერიოზულად შევხედე ამ საქმეს და ასე გრძელდება დღემდე.

© photo: Sputnik / Meri Bliadzeხელნაკეთი აქსესუარები
ხელნაკეთი აქსესუარები - Sputnik საქართველო
ხელნაკეთი აქსესუარები

- მრავალფეროვან არჩევანს სთავაზობთ მომხმარებლებს. რა მასალით იქმნება თითოეული ნივთი?

— რაღაც ჩემი სტილი მაქვს შერჩეული, არის უფრო ვინტაჟური სათამაშოები. მასალად ვიყენებ ქსოვილებს, მარგალიტის მძივებს, კამეას, ბუმბულს და ა.შ. ვცდილობ ჰაეროვანი და დახვეწილი გამოვიდეს. რატომღაც ჩემი სათამაშოები წინა საუკუნეებს მახსენებს.

- ფერებთან მიმართებაში რამდენად თამამი ხართ?

— ფერებთან მიმართებაში ნამდვილად არ ვარ თამამი. ვერ ვიტყვი, რომ ჩემი ნამუშევრები სიჭრელით გამოირჩევა. ძირითადად ჭარბობს კრემისფერი და თეთრი. ვნახოთ მომავალი წლისთვის იქნებ ფერების არჩევანიც შევთავაზო მომხმარებლებს.

© photo: Sputnik / Meri Bliadzeხელნაკეთი აქსესუარები
ხელნაკეთი აქსესუარები - Sputnik საქართველო
ხელნაკეთი აქსესუარები

- შეკვეთებზე თუ მუშაობთ?

— ძალიან ცოტა დრო მაქვს იმისთვის, რომ შეკვეთებზე ვიმუშაო. თან ერთი და იგივე სათამაშოს გაკეთება ცოტა მიჭირს. გარკვეული დეტალი შეიძლება იყოს მიმსგავსებული, მაგრამ მაინც ყველა სათამაშო ინდივიდუალურია.

- თითოეული სათამაშოს დიზაინი თქვენ გეკუთვნით, თუ ინტერნეტიდანაც იღებთ იდებს?

— თუ დამიჯერებთ, ყოველთვის ვცდილობ საიტებზეც კი არ შევიდე. როცა შედიხარ სხვადასხვა საიტზე, ნახულობ სხვა ადამიანების ნამუშევრებს, გინდა თუ არა ექცევი ამის ზემოქმედების ქვეშ, შეიძლება მოგეწონოს და გადმოიღო რაღაც დეტალი.  მინდა საკუთარი თავის გამოცდა და მსურს მხოლოდ ჩემი ფანტაზიით შევქმნა სათამაშოები. მათი ინდივიდუალურობა ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია. როცა ხალხს მოსწონს და დადებითად აფასებენ ჩემს ნამუშევრებს, მეტი სიამაყის გრძნობა მაქვს. ვიცი, რომ 100% ჩემი ფანტაზიის ნაყოფია თითოეული სათამაშო.

წინა წელს ერთ-ერთმა სამინისტრომ შეიძინა ჩემი სათამაშოები და საახალწლო საჩუქრებად გადასცა სამინისტროს წარმომადგენლებს, მინისტრებს და პრემიერს.

© photo: Sputnik / Meri Bliadzeხელნაკეთი აქსესუარები
ხელნაკეთი აქსესუარები  - Sputnik საქართველო
ხელნაკეთი აქსესუარები

- მხოლოდ საახალწლო დეკორაციებს ქმნით?

— ჯერჯერობით კი. როცა ზამთარი იწყება და აცივდება, მაშინ მექმნება სამუშაო განწყობა, მოდის იდეები და ვიწყებ მუშაობას. მინდა ვაკეთო მთელი წელი, მაგრამ სხვა სეზონზე განწყობა არ მაქვს და არც ვაძალებ ჩემს თავს. არ ვჩქარობ, ნელ-ნელა მივდივარ გარკვეულ საფეხურამდე.

- სახლში ნაძვის ხე უკვე მორთეთ?

— კი, ნაძვის ხე უკვე მოვრთე. ეს ჩემთვის ძალიან სახალისო პროცესია. არავის არ ვანებებ ნაძვის ხის მორთვას.

- ალბათ თქვენს ნაძვის ხეზე თქვენი შექმნილი სათამაშოები ჭარბობს.

— შეიძლება გაგიკვირდეთ, მაგრამ ჩემი სათამაშოები არ მაქვს. წელს გავბრაზდი და ერთი ანგელოზი დავიტოვე სიმბოლურად. ჩემი სათამაშოები ისეთი სტილია, რომ თუ რთავ მაშინ მთელი ნაძვის ხე ამით უნდა მორთო. სხვა სათამაშოებთან შერეული არ მომწონს.

© photo: Sputnik / Meri Bliadzeხელნაკეთი აქსესუარები
ხელნაკეთი აქსესუარები - Sputnik საქართველო
ხელნაკეთი აქსესუარები

- სად შიძლება თქვენი სათამაშოების შეძენა?

— ჩემი სათამაშოები განთავსებულია  სავაჭრო ცენტრ მერანში, მესამე სართულზე. ულამაზესი სტენდია, რომელიც ყველა მნახველის ყურადღებას იქცევს. პეკინზე მაღაზია „თელისში“, ქავთარაძეზე მდებარე „გუდვილში“.  ირინა ონაშვილს აქვს კანდელაკის ქუჩაზე სილამაზის ცენტრი და იქაც ალაგია ჩემი სათამაშოები.

© photo: Sputnik / Meri Bliadzeხელნაკეთი აქსესუარები
ხელნაკეთი აქსესუარები - Sputnik საქართველო
ხელნაკეთი აქსესუარები

- რა გეგმები გაქვთ სამომავლოდ?

— წინ ძალიან დიდი გეგმები მაქვს. რადგან ამ საახალწლო თემამ გაამართლა, ამით მეტი სტიმული მომეცა და მინდა უფრო მეტი გავაკეთო და სხვა თემატიკაზეც დავიწყო მუშაობა.

ყველა ახალი ამბავი
0