ჩიტაძე: შესაძლოა „ქართული ოცნება“ რამდენიმე გუნდად დაიყოს

© photo: courtesy of Nika Chitadzeექსპერტი ნიკა ჩიტაძე
ექსპერტი ნიკა ჩიტაძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
საპარლამენტო უმრავლესობის ფარგლებში ახალი ფრაქციების ჩამოყალიბება შესაძლოა მმართველ გუნდში აზრთა სხვადასხვაობის არსებობაზე მიანიშნებდეს, მიაჩნია პოლიტოლოგ ნიკა ჩიტაძეს.
ჩიტაძე: შესაძლოა „ქართული ოცნება“ რამდენიმე გუნდად დაიყოს

„აქ არ არის საუბარი შიდა დაპირისპირებაზე, ან იმაზე, რომ ეს ადამიანები პოლიტიკურ პარტიას დატოვებენ,  თუმცა ჩემი აზრით გარკვეული აზრთა სხვადასხვაობა  არსებობს“-აღნიშნა ნიკა ჩიტაძემ Sputnik საქართველოსთან საუბრისას.

უმრავლესობის შემადგენლობაში ორი ახალი საპარლამენტო  ფრაქცია: „ქართული ოცნება — ძლიერი საქართველოსთვის“ და „ქართული ოცნება — ძლიერი ეკონომიკა“ იქნება.

ფრაქცია „ქართული ოცნება — ძლიერი საქართველოსთვის“ 7 წევრის შემადგენლობით იქმნება და მასში გაერთიანდებიან: ბიძინა გეგიძე — ფრაქციის თავმჯდომარე, ზაზა პაპუაშვილი — ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილე, ლევან გოგიჩაიშვილი — ფრაქციის მდივანი და ფრაქციის წევრები — კობა კობალაძე, გიორგი კოპაძე, კობა ნაკაიძე, ირაკლი აბუსერიძე.

ფრაქციაში „ქართული ოცნება — ძლიერი ეკონომიკა“ კი პარლამენტის 11 წევრი იქნება გაერთიანებული. გოჩა ენუქიძე — ფრაქციის თავმჯდომარე, ირაკლი ხახუბია — თავმჯდომარის მოადგილე, პაატა მხეიძე — ფრაქციის მდივანი და ფრაქციის წევრები: ოთარ დანელია, ივლიანე წულაია, გოდერძი ჩანქსელიანი, თამაზ ნავერიანი, ირაკლი შიოლაშვილი, ედიშერ თოლორაია, გიორგი თოთლაძე, იოსებ მაკრახიძე.

ყველა ახალი ამბავი
0