თელ-ავივში საბავშვო კონსტრუქტორისგან LEGO მსოფლიოს ყველაზე მაღალი კოშკი ააგეს, რომელსაც 500 000-ზე მეტი დეტალი დაჭირდა.
კონსტრუქციის სიმაღლე დაახლოებით 36 მეტრია, რაც 12 სართულიან სახლს უტოლდება. იდეის ავტორებმა წინა რეკორდი (35,47 მეტრი) მოხსნეს, რომელიც გასულ წელს გერმანიაში დამყარდა.