თავდასხმა ბენზინგასამართ სადგურზე - დაჭრილია მოლარე-ოპერატორი

© Sputnik / Alexander Imedashviliსაპატრულო პოლიცია
საპატრულო პოლიცია - Sputnik საქართველო
გამოწერა
ეჭვმიტანილის დასაკავებლად ამ დრომდე სამძებრო ღონისძიებები მიმდინარეობს

თბილისი, 28 დეკემბერი — Sputnik. გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ბაკურციხეში გვიან ღამით ბენზინგასამართი სადგური დააყაჩაღეს.

თავდამსხმელს მოლარე-ოპერატორმა წინააღმდეგობა გაუწია, რის გამოც ის დაჭრეს. დაზარალებული მამაკაცი გურჯაანის რაიონულ საავადმყოფოში გადაიყვანეს.

როგორც „Sputnik საქართველოს" კლინიკაში განუცხადეს, მამაკაცის ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ დროისთვის სტაბილურია და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროს პრეს-სამსახურში აცხადებენ, თავდასხმაში ეჭვმიტანილი ამ დროისთვის დაკავებული არ არის და მიმდინარეობს სამძებრო ღონისძიებები.

მათივე ინფორმაციით, მომხდართან დაკავშირებით საქმე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლით აღიძრა, რაც ყაჩაღობას გულისხმობს და ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ხუთიდან შვიდ წლამდე.

ჯერჯერობით უცნობია, რა თანხა წაიღო თავდამსხმელმა.

 

ყველა ახალი ამბავი
0