ინოვაცია: პირადობის ვირტუალური მოწმობა სმარტფონებში

© photo: Sputnik / Alexandr Wilf / გადასვლა მედიაბანკშიჩინელი პოლიციელი ქალი სმარტფონით
ჩინელი პოლიციელი ქალი სმარტფონით - Sputnik საქართველო
გამოწერა
პირადობის ვირტუალური მოწმობები ორ ფორმატში იქნება ხელმისაწვდომი. ერთი - არაფორმალური სარგებლობისთვის, რომელიც თავად მოქალაქეს შეუძლია ჩატვირთოს WeChat-ის მესენჯერში, და მეორე - მეტად ოფიციალური სარგებლობისთვის, რომლის დასაყენებლადაც მოქალაქემ პოლიციის განყოფილებას უნდა მიაკითხოს.

თბილისი, 28 დეკემბერი — Sputnik. ჩინეთის მოსახლეობა 2018 წლის დასაწყისიდან პირადობის ვირტუალური მოწმობებით ისარგებლებს, იუწყება საინფორმაციო სააგენტო РИА Новости გამოცემა „გუანჩჟოუ ჟიბაოზე“ დაყრდნობით.

გამოცემა წერს, რომ პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტები სმარტფონებში სპეციალური აპლიკაციის სახით ჩაიტვირთება.

ახალი სისტემის საპილოტე პროექტი უკვე ჩაშვებულია გუანჩჟოუს პროვინციაში.

დუბაის საერთაშორისო აეროპორტი - Sputnik საქართველო
დუბაის აეროპორტში მგზავრებს პასპორტების მაგივრობას სმარტფონები გაუწევს

პირადობის ვირტუალური მოწმობები ორ ფორმატში იქნება ხელმისაწვდომი. ერთი — არაფორმალური სარგებლობისთვის, რომელიც თავად მოქალაქეს შეუძლია ჩატვირთოს WeChat-ის მესენჯერში, ვთქვათ, მაღაზიაში ან მუზეუმში წარსადგენად; და მეორე — მეტად ოფიციალური სარგებლობისთვის, რომლის დასაყენებლადაც მოქალაქემ პოლიციის განყოფილებას უნდა მიაკითხოს და სპეციალურ სისტემაში დარეგისტრირდეს. ამისათვის მან სრული ინფორმაცია უნდა წარუდგინოს სამართალდამცველებს და სახის სკანირებაც უნდა გაიაროს.

ამ უკანასკნელი ფორმატით მოქალაქეს მატარებლის ბილეთების შეძენა, სასტუმროში დარეგისტრირება, კომერციული საქმიანობისთვის ლიცენზიის მიღება შეეძლება.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, პროექტი მომავალი წლის დასაწყისიდან მთელი ქვეყნის მასშტაბით ამოქმედდება.

ყველა ახალი ამბავი
0