სხვადასხვა ქვეყნის მხატვრების საკუთარი ახალი წელი თბილისში

© FB / Artarea Gallery„არტარეას" ლოგოტიპი
„არტარეას ლოგოტიპი - Sputnik საქართველო
გამოწერა
გამოფენის სტუმრები იხილავენ ოთხი ქვეყნის მხატვრების თვალით დანახულ 2017 წლის ბოლო წამებს

თბილისი, 27 დეკემბერი — Sputnik. გალერეა Artarea-ში 29 დეკემბერს შესაძლებელი იქნება საქართველოდან, აზერბაიჯანიდან, სომხეთიდან და რუსეთიდან ხუთი დიზაინერის თვალით დანახული 2017 წლის ორიგინალური დასასრულის ნახვა, იუწყებიან ღონისძიების ორგანიზატორები.

პროექტის მონაწილე არიან: არტისტი, დიზაინერი /რია ქებურია — მხატვარ ჯემა სატართან /აზერბაიჯანი, მოსკოვი/ თანამშრომლობით — ბედის ხე; ფოტოგრაფი /მარი ათანელი — შეისუნთქე ხელოვნება; მხატვარი, დიზაინერი /უტა ბექაია — ჩიჩილაკი; პერფორმერი /რუდოლფ ტერ ოგანეზოვი /სომხეთი, მოსკოვი/ — ახალ წლამდე 23:59.

თოვლის ბაბუები ეთ-ერთ ბაზრობაზე - Sputnik საქართველო
თბილისში საახალწლო ღონისძიებების პროგრამა 25 დეკემბრიდან 7 იანვრის ჩათვლით

როგორც ორგანიზატორები აღნიშნავენ, გამოფენა გადმოსცემს სხვადასხვა ქვეყნის მხატვრების მიერ დანახულ 2017 წლის ბოლო ემოციასა და წინასაახალწლო მზადების განცდას.

„შუაღამის დადგომამდე პირობითი ბოლო წუთი, როგორც მიმავალი წლის სიმბოლო და ამავე დროს ჯადოსნური დღესასწაულის დადგომის დრო. ნაძვის ხის სათამაშოების ფერები და მონაწილე პერფორმერები, როგორც სიცოცხლის ბილიკების ილუსტრირებული განსახიერება. ბოლოს საახალწლო განწყობის შესაქმნელად შეისუნთქეთ ხელოვნება ნარკოტიკის ნაცვლად", — ნათქვამია ორგანიზატორების განცხადებაში.

პროექტის ავტორები Ria Keburia Gallery და ასოციაცია „არტ კავკასია" (Art Caucasus) სტუმრებს ჰპირდებიან არაჩვეულებრივ ნაძვის ხეს, პერფორმანსს, მუსიკას, ვიდეორტს, ფოტოინსტალაციას, ასევე ქართულ კინოსა და ჩაის.

ღონისძიება გაიმართება 19:00-დან 23:00 საათამდე. დასწრება თავისუფალია.

 

ყველა ახალი ამბავი
0