თბილისი, 27 დეკემბერი — Sputnik. სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ძველ ანაგაში აფეთქების შედეგად, 11 წლის ბიჭი დაიღუპა, იუწყება ტელეკომოანია „რუსთავი 2“ (Rustavi 2).
უბედური შემთხვევა 1 საათის წინ ბეგიაშვილების ოჯახში მოხდა.
თვითმხილველების ინფორმაციით, მოზარდმა ეზოში მდგარ შემდუღებელ აპარატთან სანთებელა აანთო, რამაც აფეთქება გამოიწვია.
ადგილზე მისულ სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადას მოზარდი გარდაცვლილი დახვდათ.
აღნიშნულ ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 116-ე მუხლით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.