სამშენებლო კომპანიის დირექტორი: მუშებმა უსაფრთხოების ნორმები არ დაიცვეს

© photo: Sputnik / Stringerბიზნეს-ცენტრის მშენებლობა
ბიზნეს-ცენტრის მშენებლობა - Sputnik საქართველო
გამოწერა
მუშებს მეცხრე სართულზე სამშენებლო მასალა აჰქონდათ, რა დროსაც ბაგირი გაწყდა.

თბილისი, 27 დეკემბერი — Sputnik. სამშენებლო კომპანია „იბერია სტარ გრუპის“ დირექტორი, ელენა ანდრიაძე  მშენებარე ობიექტზე მომხდარ უბედურ შემთხვევას მუშების მხრიდან უსაფრთხოების ნორმების დარღვევას უკავშირებს, იუწყება ტელეარხი Imedi.

ქუთაისში, აღმაშენებლის გამზირზე, მშენებარე ობიექტზე მომხდარ უბედურ შემთხვევას დღეს, 27 დეკემბერს ორი ადამიანი ემსხვერპლა. მუშები  მშენებარე კორპუსიდან გადმოვარდნენ და ორივე ადგილზე დაიღუპა. მრავალსართულიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობას კომპანია „იბერია სტარ გრუპი“ ახორციელებს.

ანდრიაძის თქმით, დასაქმებულებმა იმ ამწე-მექანიზმით ისარგებლეს, რომელიც ტვირთებისთვის იყო განკუთვნილი. მისივე განმარტებით, ადგილზე გამაფრთხილებელი წარწერებიც გამოკრულია, რომელიც აღნიშნული ამწეთი სარგებლობას კრძალავს.

მშენებლობა - Sputnik საქართველო
სიცოცხლე ინვესტიციებზე მნიშვნელოვანია: საქართველოში მშენებლობებზე კონტროლს ამკაცრებენ

მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, გარდაცვლილებიდან ერთი 40 წლის იყო, მეორე კი — 63 წლის.  მუშებს მეცხრე სართულზე ე.წ. „პიონერით“ სამშენებლო მასალა აჰქონდათ, რა დროსაც მერვე სართულზე ბაგირი გაწყდა.

შრომის ინსპექციის წარმომადგენლები შემთხევის ადგილზე  სწავლობენ, იყო თუ არა ობიექტზე დაცული უსაფრთხოების ნორმები.

მომხდარ ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 240-ე მუხლის მე-2 ნაწილით დაიწყო, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს და 5 წლამდე ვადით თავისუფლების შეზღუდვას ითვალისწინებს.

აღნიშნულ ობიექტზე ერთი მუშა ზაფხულშიც გარდაიცვალა. საქმეზე გამოძიება ამ დრომდე დასრულებული არ არის. 

საქართველოს გაერთიანებული პროფკავშირებისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს ერთობლივი მონაცემებით, 2007-2016 წლებში მთელი ქვეყნის მასშტაბით საწარმოო ტრავმების შედეგად დაიღუპა 416 ადამიანი, ხოლო 716-მა სხეულის მძიმე დაზიანებები მიიღო.

 

ყველა ახალი ამბავი
0