პარლამენტის სტაჟიორებმა შშმ პირთა ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვა მოაწყვეს

© photo: Sputnik / Shota Nozadzeშშმ პირების ხელნაკეთი ნივთების გამოფენა
შშმ პირების ხელნაკეთი ნივთების გამოფენა - Sputnik საქართველო
გამოწერა
ღონისძიების მიზანი იყო ინკლუზიური და თანაბარი შესაძლებლობებისთვის მაქსიმალური პირობების შექმნა.
თბილისი, 27 დეკემბერი — Sputnik. საქართველოს პარლამენტის სტაჟიორების ორგანიზებით, შშმ პირთა ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვა გაიმართა. 
საქველმოქმედო ღონისძიება პალამენტის შენობაში პარლამენტის სტაჟიორების თაოსნობით გაიმართა. ღონისძიებას ესწრებოდნენ დეპუტატები, პარლამენტის აპარატის თანამშრომლები, მოწვეული სტუმრები და იმ ორგანიზაციების წარმომადგენლები, რომლებიც შშმ პირთა საკითხებზე მუშაობენ.
© photo: Sputnik / Shota Nozadzeშშმ პირების ხელნაკეთი ნივთების გამოფენა
შშმ პირების ხელნაკეთი ნივთების გამოფენა - Sputnik საქართველო
შშმ პირების ხელნაკეთი ნივთების გამოფენა
ღონისძიების ერთ-ერთი ორგანიზატორის თინათან ადილავაძის თქმით, ღონისძიების მიზანი იყო ინკლუზიური და თანაბარი შესაძლებლობებისთვის მაქსიმალური პირობების შექმნა.
განათლების მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარის, მარიამ ჯაშის თქმით, მათი კომიტეტი ემზადება ახალი საკანონმდებლო პაკეტისთვის.
© photo: Sputnik / Shota Nozadzeშშმ პირების ხელნაკეთი ნივთების გამოფენა
შშმ პირების ხელნაკეთი ნივთების გამოფენა - Sputnik საქართველო
შშმ პირების ხელნაკეთი ნივთების გამოფენა
„დიდი მადლობა შესაძლებლობისთვის, რომ კიდევ ერთხელ გვაქვს საშუალება პარლამენტის იმ პრიორიტეტს გავუსვათ ხაზი, რომელსაც ჰქვია ინკლუზიური საზოგადოების მშენებლობა. ვემზადებით საგაზაფხულო სესიიდან შესაბამისი ინიციატივების მისაღებად, რომლებიც ინკლუზიურ განათლებას შეუწყობს ხელს”, — განაცხადა მარიამ ჯაშმა.
ღონისძიებას მუსიკალურად ჯგუფი „რელიქვია“ აფორმებდა.

ყველა ახალი ამბავი
0