კვირიკაშვილი: „საქართველოს საბოლოო მიზანი ევროკავშირის სრულფასოვანი წევრობაა“

© FB / Giorgi Kvirikashviliგიორგი კვირიკაშვილი
გიორგი კვირიკაშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
2017 წელს მთავარი მიღწევა ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის მიმართულებით იყო უვიზო მიმოსვლა ევროკავშირის ქვეყნებთან, რაც მთელი გუნდის ძალიან დიდი წარმატებაა, განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა.
პრემიერ-მინისტრი: საქართველოს საბოლოო მიზანი ევროკავშირის სრულფასოვანი წევრობაა

„ეს, რა თქმა უნდა, არ იყო მხოლოდ და მხოლოდ თავისუფალი მიმოსვლა — ეს იყო ძალიან მნიშვნელოვანი პოლიტიკური ჟესტი ევროკავშირის მხრიდან — საქართველოს მიმართ ნდობის გამოხატვა"- აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის სხდომაზე.

მთავრობის მეთაურის განცხადებით საქართველოს საბოლოო მიზანი არის ევროკავშირის სრულუფლებიანი წევრობა. სწორედ ამიტომ, მთავრობა იწყებს ახალი დღის წესრიგით მოქმედებას, რომელსაც ჰქვია საგზაო რუკა ევროკავშირისკენ  ის გაცილებით უფრო ფართოა, ვიდრე ასოცირების ხელშეკრულება. გიორგი კვირიკაშვილის თქმით, ამავე დროს, ნატოში ინტეგრაცია და აშშ-თან თანამშრომლობა რჩება უმნიშვნელოვანეს პრიორიტეტად.

ყველა ახალი ამბავი
0