ბასილაშვილი საჩოგბურთო სეზონს დოჰაში ტურნირით დაიწყებს

© Sputnik / Alexander Imedashviliნიკოლოზ ბასილაშვილი
ნიკოლოზ ბასილაშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
თუ ვინ გახდება ქართველი ჩოგბურთელის მოწინააღმდეგე, ჯერჯერობით უცნობია

თბილისი, 27 დეკემბერი — Sputnik. საქართველოს პირველი ჩოგანი ნიკოლოზ ბასილაშვილი 2018 წლის სერია АТР 250-ის სეზონს დოჰაში ტურნირით დაიწყებს, რომელიც 1-6 იანვრის პერიოდში გაიმართება, ნათქვამია ჩოგბურთელის ოფიციალურ Facebook-გვერდზე.

თუ ვინ გახდება ქართველი ჩოგბურთელის მოწინააღმდეგე, ჯერჯერობით უცნობია, რამდენადაც მოთამაშეებს შორის კენჭისყრა ჯერ არ ჩატარებულა.

ყატარში გამართული შეჯიბრის შემდეგ ბასილაშვილი სიდნეის ტურნირში (7-13 იანვარი) მიიღებს მონაწილეობას, რომელიც Australian Open-ის „დიდი შლემის" სერიიდან პირველი ტურნირის მომზადების დასკვნითი ეტაპი გახდება, იგი სტარტს მელბურნში 15 იანვარს აიღებს.

ბასილაშვილმა 2017 წელი АТР-ის რეიტინგში 59-ე ადგილზე დაასრულა, იგი მსოფლიო ჩოგბურთის რეიტინგში  35 პოზიციით დაწინაურდა.

ყველა ახალი ამბავი
0