ბაირახტარი: დღგ-ს ზედმეტობის დაბრუნება ადრეც ხდებოდა
„ვერ ვიტყვით რომ დღგ-ს ზედმეტობის დაბრუნება რაღაც ინოვაციური მიდგომაა, უბრალოდ ადრე ეს იყო გარკვეულ ბიუროკრატიულ მექანიზმებთან დაკავშირებული და გარკვეული დრო სჭირდებოდა“- აღნიშნა პაატა ბაირახტარმა.
საქართველოს პრემიერ-მინისტრის განცხადებით, მომავალი წლიდან, ელექტრონული ფორმის შევსების შედეგად 5-7 სამუშაო დღეში იქნება შესაძლებელი დამატებითი ღირებულების გადასახადის ზედმეტობის დაბრუნება.