თბილისი, 27 დეკემბერი — Sputnik. სანქტ-პეტერბურგში მაღაზია „პერეკრესტოკში“ ოთხშაბათს საღამოს დაუდგენელი ასაფეთქებელი მოწყობილობა აფეთქდა, იუწყება РИА Новости რეგიონის საგანგებო სამსახურებში არსებულ წყაროზე დაყრდნობით.
ინციდენტი მოხდა კონდრატიევის გამზირზე, № 44-ში. დაშავდა ცხრა ადამიანი. მაღაზიიდან 50-ზე მეტი ადამიანია ევაკუირებული. შემთხვევის ადგილზე რუსული გვარდიის თანამშრომლები მუშაობენ.
საგამოძიებო კომიტეტის მონაცემებით, ოთხი ადამიანი საავადმყოფოში გადაიყვანეს. სისხლის სამართლის საქმე მკვლელობის მცდელობის მუხლით არის აღძრული.
რეგიონის საგანგებო სამსახურებში იუწყებიან, რომ შენობის მზიდი კონსტრუქციები არ დაზიანებულა.