ძლიერი ქარის გამო ბათუმი-სტამბოლის რეისი გადაიდო

© Sputnik / Seyran Baroyanშავი ზღვისა და ბათუმის ხედი მზის ჩასვლისას
შავი ზღვისა და ბათუმის ხედი მზის ჩასვლისას - Sputnik საქართველო
გამოწერა
გარდა ამისა, გადაიდო რეისები მინსკისა და კიევის მიმართულებით

თბილისი, 27 დეკემბერი — Sputnik. ძლიერი ქარის გამო ალექსანდრე ქართველის სახელობის ბატუმის საერთაშორისო აეროპორტში ბათუმი-სტამბოლის რეისი გადაიდო, იუწყება აჭარის ტელევიზია.

რეისი 18:0 საათზე იყო დანიშნული, მაგრამ უამინდობის გამო ის გადაიდო. მგზავრებს ბილეთების შეცვლის საშუალება მისცეს.

დაგვიანებით შესრულდა რეისები მინსკისა და კიევის მიმართულებით. მგზავრები, რომლებიც მინსკში მიფრინავდნენ, რეისს დაახლოებით ათი საათის განმავლობაში ელოდნენ.


ყველა ახალი ამბავი
0