თბილისი, 27 დეკემბერი — Sputnik. შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით თბილისში ერთი პირი დააკავეს, ნათქვამია უწყების პრესსამსახურის ვებგვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.
დაკავებულის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას ამოღებულია ბუპრენორფინის შემცველი ნარკოტიკული საშუალების 340 აბი და 237 ნატეხი, ასევე, 3,2 გრამი „სუბუტექსის“ ფხვნილი.
სისხლის სამართლის საქმე აღძრულია სსკ-ის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილით, რაც გულისხმობს განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვას და ითვალისწინებს 8-დან 20 წლამდე ვადით ან უვადო თავისუფლების აღკვეთას.