Forbes Georgia: ბიძინა ივანიშვილის ქონება ერთ წელში ასობით მლნ დოლარით გაიზარდა

© Sputnik / Alexander Imedashviliბიძინა ივანიშვილი
ბიძინა ივანიშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
Bloomberg-ის ინდექსის მიხედვით, ბოლო 5 წელიწადში ყოფილი პრემიერი ყველაზე მეტ ქონებას 2013 წელს ფლობდა, რაც 6,4 მილიარდ დოლარს შეადგენდა.

თბილისი, 27 დეკემბერი — Sputnik. საქართველოს ყოფილი პრემიერის, ბიძინა ივანიშვილის ქონება 2016 წლის 27 დეკემბრიდან 2017 წლის 27 დეკემბრამდე 350 მილიონი დოლარით გაიზარდა, იუწყება პორტალი Forbes Georgia.

პორტალის ინფორმაციით, გასული წლის ბოლოსთვის Bloomberg-ის მიერ 5,45 მლრდ  დოლარად შეფასებული ივანიშვილის ქონება დღეის მონაცემებით 5,8 მლრდ დოლარს შეადგენს.

აღსანიშნავია, რომ 2017 წლის დასაწყისში ექს-პრემიერის ქონება 100 მილიონით გაიზარდა, თუმცა მარტში 5,5 მილიარდამდე შემცირდა. უკვე აგვისტოში ამ მაჩვენებელმა 5,65 მლრდ-მდე აიწია, დეკემბრის ბოლოსთვის კი ყოფილი პრემიერი კიდევ 150 მილიონით გამდიდრდა.

როგორც Forbes Georgia წერს, ბიძინა ივანიშვილის ქონება $5,8 მილიარდი ბოლოს 2015 წლის აგვისტოში იყო. Bloomberg-ის ინდექსის მიხედვით, ბოლო 5 წელიწადში ყოფილი პრემიერი ყველაზე მეტ ქონებას 2013 წელს ფლობდა, რაც 6,4 მილიარდ დოლარს შეადგენდა.

ყველა ახალი ამბავი
0