სუს-ი: ჩატაევი საქართველოსა და თურქეთში საელჩოების წინააღმდეგ ტერაქტებს გეგმავდა

© Sputnik / Levan Avlabreliსპეცოპერაცია თბილისში
სპეცოპერაცია თბილისში - Sputnik საქართველო
გამოწერა
ახმედ ჩატაევი და მისი თანამზრახველები საქართველოსა და თურქეთში ტერორისტული აქტების განხორციელებას გეგმავდნენ

თბილისი, 26 დეკემბერი — Sputnik. საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა (სუს-ი) გამოაქვეყნა თბილისში ანტიტერორისტულ ოპერაციასთან დაკავშირებული საქმეების ახალი დეტალები, რომლის საშუალებითაც საქართველოსა და თურქეთში დიპლომატიური მისიების წინააღმდეგ ტერორისტული შეტევების თავიდან აცილება გახდა შესაძლებელი.

„საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე მდებარე ბინიდან ამოღებული ახმედ ჩატაევის კუთვნილი კომპიუტერიდან და სხვადასხვა ტექნიკური მოწყობილობებიდან მოპოვებულია აუდიო ჩანაწერები. ჩანაწერების მიხედვით, ახმედ ჩატაევი და მისი თანამზრახველები ტერორისტული აქტების განხორციელებას გეგმავდნენ საქართველოსა და თურქეთში. მათ მიზანს დიპლომატიურ მისიებზე თავდასხმები წარმოადგენდა", — განაცხადა სუს-ის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე ნინო გიორგობიანმა.

რაც შეეხება ჩატაევს, ის უკვე ცოცხალი აღარ არის. მან თავი აიფეთქა თბილისში 21-22 ნოემბერს ჩატარებული მასშტაბური ანტიტერორისტული ოპერაციის დროს, რომელიც თითქმის 24 საათი გაგრძელდა. დაკავებულია ერთი ადამიანი — რუსეთის მოქალაქე საიდ დუდაევი, ხოლო სამი ლიკვიდირებულია.

სპეცოპერაციისას დაიღუპა ერთი სპეცრაზმელი, ხოლო ოთხი დაშავდა.

 

ყველა ახალი ამბავი
0