სამაგალითო მოდელი: საქართველოს ეროვნული ბანკის მუშაობამ მსოფლიო აღიარება მოიპოვა

© Sputnik / Alexander Imedashviliიუსტიციის სახლი თბილისში
იუსტიციის სახლი თბილისში - Sputnik საქართველო
გამოწერა
ეროვნული ბანკის სტრეს-ტესტირების ჩატარების მოდელის შესწავლა სხვა ქვეყნებს ურჩიეს

თბილისი, 26 დეკემბერი — Sputnik. ბაზელის საბანკო ზედამხედველობის კომიტეტმა საქართველოს ეროვნული ბანკის მიღწევა რისკების ზედამხედველობის სფეროში სამაგალითოდ აღიარა, აღნიშნულია ეროვნული ბანკის ვებ-გვერდზე განთავსებულ განცხადებაში.

ბაზელის საბანკო ზედამხედველობის კომიტეტი საერთაშორისო ანგარიშსწორების ბანკთან არსებული ცენტრალური ბანკების წარმომადგენელთა გაერთიანებაა, რომელიც საბანკო საქმიანობის სტანდარტების გამომუშავების მიზნით წელიწადში ოთხჯერ იკრიბება.

ეროვნული ბანკი - Sputnik საქართველო
ეროვნული ბანკი მოსახლეობას სიფრთხილისკენ მოუწოდებს

ბაზელის საბანკო ზედამხედველობის კომიტეტმა გამოაქვეყნა დოკუმენტი Supervisory and bank stress testing: range of practices, რომელშიც შეჯამებულია საერთაშორისო პრაქტიკა ბანკების სტრეს-ტესტირების პროცესთან დაკავშირებით და საქართველოს ეროვნული ბანკის პრაქტიკა სამაგალითო მოდელად არის მოყვანილი.

დოკუმენტის თანახმად, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა დაენერგა GRAPE (General Risk Assessment Process) საზედამხედველო მიდგომა, რომელიც ითვალისწინებს შოკების სექტორულ განაწილებას, რაც ბანკს საშუალებას აძლევს შეაფასოს ცალკეული მსესხებლის გადახდისუნარიანობა ფინანსური პრობლემების შემთხვევაში.

ეს მიდგომა ეფუძნება მაღალ გამჭვირვალობას და ის სწორ მოტივაციასა და გასაგებ მითითებას აძლევს საბანკო სექტორს.

დოკუმენტში ასევე აღნიშნულია, რომ საქართველოს ეროვნული ბანკის მიდგომა შეიძლება საინტერესო იყოს სხვა ქვეყნებისთვის, სადაც ეკონომიკის სტრუქტურული ცვლილების გამო ფინანსური სექტორის გრძელვადიანი სანდო მონაცემები არაა ხელმისაწვდომი და სტატისტიკური მოდელირება მაღალი რისკით ხასიათდება.

ბაზელის საბანკო ზედამხედველობის კომიტეტში საქართველოს ეროვნული ბანკი 2014 წელს მიიწვიეს.

 

ყველა ახალი ამბავი
0