ოლიმპიურმა ჩემპიონმა საქართველოს პირველობა მოიგო

© photo: Sputnik / Denis Aslanovვლადიმერ ხინჩეგაშვილოი
ვლადიმერ ხინჩეგაშვილოი - Sputnik საქართველო
გამოწერა
2017 წელს ხინჩეგაშვილმა ევროპის ჩემპიონატის ოქრო და მსოფლიო ჩემპიონატის ბრინჯაო მოიგო

თბილისი, 26 დეკემბერი — Sputnik. რიო-დე-ჟანეიროს ოლიმპიური ჩემპიონი (2016) და ლონდონის თამაშების ვერცხლის პრიზიორი (2012) ვლადიმერ ხინჩეგაშვილი მისთვის ახალ — 65 კგ-მდე წონით კატეგორიაში თავისუფალ ჭიდაობაში საქართველოს ეროვნული პირველობის გამარჯვებული გახდა. 

ფინალურ ორთაბრძოლაში ხინჩეგაშვილმა არცერთი შანსი არ დაუტოვა მაგომედ საიდოვს, რომელსაც ანგარიშით 10:0 სძლია. საქართველოს ჩემპიონის ტიტული ამ წონით კატეგორიაში, რომელიც ასევე ოლიმპიურს წარმოადგენს, ხინჩეგაშვილისთვის პირველი გახდა.

ორივე მედალი ოლიმპიურ თამაშებზე ქართველმა ფალავანმა ყველაზე მსუბუქ წონაში მოიპოვა — ლონდონის ვერცხლი 55 კგ-მდე წონით კატეგორიაში მოიპოვა, რიო-დე-ჟანეიროს ოქრო — 57 კგ-მდე კატეგორიაში.

2017 წელს ხინჩეგაშვილი 61 კგ-მდე კატეგორიაში უკვე ასპარეზობდა და ევროპის ჩემპიონატის გამარჯვებული სერბეთის ქალაქ ნოვი-სადში და ბრინჯაოს პრიზიორი მსოფლიო ჩემპიონატზე პარიზში გახდა.


ყველა ახალი ამბავი
0