ჩხეიძე: არჩევანი არც ისე მრავალფეროვანი იყო, ამიტომ გადავწყვიტე ჩემი დიზაინით შემექმნა
„ძალიან მიყვარს ქუდები და ხშირად ვყიდულობ. არჩევანი არც ისე დიდი და მრავალფეროვანი იყო, ამიტომ გადავწყვიტე ჩემი დიზაინით შემექმნა. იმდენად დიდი მოწონება დაიმსახურა ჩემმა ქუდებმა, რომ გადავწყვიტე გაზაფხულის კოლექცია შემექმნა. სულ ახლახან ზამთრის კოლექციაც გამოვიდა“, — ამბობს ჩხეიძე.
მომღერლის განცხადებით არის შემთხვევა სხვა ბრენდის ქუდებს ყიდულობს, თუმცა ძირითადად საკუთარი დიზაინით შექმნილ ქუდებში იწონებს თავს.