ჩარკვიანი: 2030 წლისთვის ელოდებიან ამ დაავადების 50 პროცენტით მატებას

© FB / Medeliteპროფესორი ნინო ჩარკვიანი
პროფესორი ნინო ჩარკვიანი - Sputnik საქართველო
გამოწერა
თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ენდოკრინოლოგიის კათედრის პროფესორი ნინო ჩარკვიანი სტატისტიკურ მონაცემებზე დაყრდნობით საუბრობს თუ რამდენი ადამიანია დაავადებული დიაბეტით.
ჩარკვიანი: 2030 წლისთვის ამ დაავადების 50 პროცენტით მატებას ელოდებიან

„ამჟამად მსოფლიოში დიაბეტით დაავადებულია 382 მილიონი ადმიანი, 2030 წლისთვის ელოდებიან 50%-ით მატებას. დიაბეტს იწვევს ცხოვრების არაჯანსაღი, უძრავი ცხოვრების წესი, მავნე საკვები პროდუქტები, რაფინირებული ნახშირწყლები, შოკოლადი, შაქარი, ცომეული  და ა.შ“, — განაცხადა ჩარკვიანმა.

ჩარკვიანის განცხადებით, შაქრიანი დიაბეტი არსებობს ორი ტიპის — ტიპი-1 და ტიპი-2. ტიპი-1 არის შემთხვევა, როდესაც ინსულინი სრულიად არ გამოიყოფა ორგანიზმში. ტიპი-2-ის დროს გამოიყოფა ინსულინი და შესაძლოა, ჭარბი რაოდენობითაც, თუმცა,  ორგანიზმის უჯრედები ვერ აღიქვამენ მას.

ყველა ახალი ამბავი
0