უჩვეულო დევნა: თავში ტყვიაჩარჩენილი პეტერბურგელი მსროლელს დაედევნა და დააკავა

© photo: Sputnik / Georgyi Zimarev / გადასვლა მედიაბანკშითავდასხმა იარაღით
თავდასხმა იარაღით - Sputnik საქართველო
გამოწერა
მედიის ინფორმაციით, ერთი ტყვია ახალგაზრდა კაცს კეფაში, ორი კი ხელში მოხვდა. ამის შემდეგ მსროლელმა მიმალვა სცადა, მაგრამ დაჭრილმა მას ნამდვილი დევნა მოუწყო ავტომობილით

თბილისი, 25 დეკემბერი — Sputnik. სანქტ-პეტერბურგელმა 27 წლის ახალგაზრდამ, რომელიც თავში იყო დაჭრილი, ხოლო ტყვია ჭრილობაში ჰქონდა ჩარჩენილი,  ნამდვილი დევნა მოუწყო თავდამსხმელს, იუწყება საინფორმაციო სააგენტო РИА Новости ლენინგრადის ოლქის შსს-ს პრესსამსახურზე დაყრდნობით.

„25 დეკემბერს, დაახლოებით ღამის ორის ნახევარზე, ნახიმოვის ქუჩის #3-თან 32 წლის პეტერბურგელმა, რომელიც ერთ-ერთი მსხვილი საწარმოს გენერალური დირექტორის თანაშემწედ მუშაობს, მოულოდნელად დაწყებული ჩხუბისას რამდენჯერმე ესროლა ტრავმატული პისტოლეტიდან თავის 27 წლის ოპონენტს“, — ნათქვამია პრესსამსახურის განცხადებაში.

ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ერთი ტყვია ახალგაზრდა კაცს კეფაში, ორი კი ხელში მოხვდა. ამის შემდეგ მსროლელმა მიმალვა სცადა, მაგრამ დაჭრილმა მას ნამდვილი დევნა მოუწყო ავტომობილით. თან პოლიციაში დარეკა და თავდასხმის შესახებ შეატყობინა.

სამართალდამცველებმა მსროლელი დააკავეს და განყოფილებაში გადაიყვანეს. დაზარალებული კი, რომელსაც საშუალო სიმძიმის ჭრილობები აღენიშნებოდა, საავადმყოფოში გადაიყვანეს.

ამ დროისათვის მიმდინარეობს გამოძიება.

ყველა ახალი ამბავი
0